ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება N42 |
|
2015 წლის 26 ივნისი ქ. ბაღდათი
|
|
2. ბინა მრავალბინიან სახლში - მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების საგანი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის.
3. დაინტერესებული პირი - ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურდიული პირი, აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესებზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია.
4. კანონიერი მოსარგებლე - ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდენი, საბინაო წიგნი, და სხვა) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს ბინით, შენობით.
5. შენობა - მიწასთან მყარად დაკავშირებული, სამშენებლო სამუშაოების შედეგად, სარძიკვლის, მზიდი და შემომზღუდავი კონსტრუქციების გამოყენებით, დახურული სივრცის შექმნის მიზნით აგებული ერთიანი სამშენებლო სისტემა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა ხანგრძლივი დროით სამყოფად და გამოიყენება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო მიზნებისათვის.
6. ინდექსი - რიცხვითი ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება ქვევით.
2.მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ დაინტერესებული პირის განცხადებით წარმოების დაწყების შემთხვევაში, განცხადებას თან უნდა ახლდეს დაინტერესებული პირის მიერ აღნიშნული ბინის/ბინების საკუთრების უფლების ან კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. განცხადება უნდა შეიცავდეს დეტალურ დასაბუთებას ნომრის მინიჭების ან შეცვლის თაობაზე. განცხადება უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ, ადმინისტრაციული განცხადებისათვის საჭირო მოთხოვნებს.
ბ) შენობის (შენობების) გაყოფა ან/და შეერთება;
გ) არსებულ დოკუმენტებში შენობის (შენობებისათვის) მინიჭებული ნომრის აღრევა;
დ) არსებულ დოკუმენტებში სადარბაზოს (სადარბაზოებისათვის) ან/და ბინის (ბინების) ნუმერაციის მოთხოვნა.
ა) სადარბაზოს (სადარბაზოების) ან/და ბინის (ბინების) ნუმერაციის არარსებობა;
ბ) ბინის გაყოფა;
გ) ბინების შეერთება;
დ) არსებულ დოკუმენტებში სადარბაზოს (სადარბაზოებისათვის) ან/და ბინის (ბინებისათვის) მინიჭებული ნომრების აღრევა;
ე) სხვა შემთხვევა, რამაც შიძლება გამოიწვიო სადარბაზოს(სადარბაზოების) ან/და ბინის(ბინების) ნუმერაციის მოთხოვნა.
2. ნუმერაცია დაუშვებელია, თუ მესაკუთრეს ან კანონიერ მოსარგებლეს არ გააჩნია ბინით დამოუკიდებლად სარგებლობის შესაძლებლობა და იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს ცალკე უფლების ობიექტს.
2. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება არაბული ნატურალური ციფრით ან ციფრზე ქართული ანბანის ასოს ინდექსის დამატებით.
3. კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთების ნუმერაცია ხდება არაბული ნატურალური ციფრით ან ციფრზე ქართული ანბანის ასოს ინდექსის დამატებით.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სამართლებრივი აქტი (საკრებულოს განკარგულება) დაუყონებლივ გადაუგზავნოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის მიზნით.
2. ამ წესში ცვლილების შეტანა ხორციელდება ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით არსებული წესის შესაბამისად.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში: ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესი (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე
დანართი