ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შექმნისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.12.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №46
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.171.016046
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2014
matsne.gov.ge 255 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 14.12.2017 თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 07.05.2018 ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 26.07.2019 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 27.12.2019 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 03.08.2018

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შექმნისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №46 2014 წლის 26 დეკემბერი ქ. ოზურგეთი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შექმნისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 67-ე მუხლის შესაბამისად ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი (დანართი №1). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე დანართი 1 ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შექმნისა და განკარგვის წესი მუხლი 1🔗. სარეზერვო ფონდის არსი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდი იქმნება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად – გაუთვალისწინებელი, გადაუდებელი და სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებების დაფინანსების მიზნით. მუხლი 2🔗. სარეზერვო ფონდის განკარგვის პირობები 1. სარეზერვო ფონდის განკარგვა ხდება: ა) სტიქიური მოვლენების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდთოვლობა, მეწყერი და ა.შ) სალიკვიდაციო სამუშაოების დაფინანსებისთვის; ბ) ეპიდემიის გავრცელების აღკვეთის და ეპიდემიის სალიკვიდაციო სამუშაოების დაფინანსებისთვის; გ) სხვადასხვა სახის კატასტროფების, ავარიების და გადაუდებელი ხასიათის სალიკვიდაციო სამუშაოების დაფინანსებისთვის; დ) საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების შეზღუდულ დროში შესრულებისათვის; ე) ფუნქციონალურ-ორგანიზაციული და ეკონომიკური კლასიფიკაციის დამტკიცებული ბიუჯეტის გადასახდელების შევსებისათვის თუ ობიექტური მიზეზით რომელიმე მუხლში წარმოიქმნა სახსრების დეფიციტი; ვ) სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის გადაუდებელი ღონისძიებების დაფინანსებისთვის, როდესაც მისი გადასახდელები ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული; 2. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სახსრების განკარგვა ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შემთხვევაში ხდება მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს მერის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული; 3. სარეზერვო ფონდიდან გაცემული გადასახდელების აღრიცხვა (გეგმიური და ფინანსური) ხდება ბიუჯეტის გადასახდელების ფუნქციონალურ-ორგანიზაციული და ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი კონკრეტული მუხლით.