,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №44 |
|
2014 წლის 26 დეკემბერი ქ. სიღნაღი |
|
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული ცხრილის შესაბამისად:
|
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 8129.4 ათასი ლარით თანდართული ცხრილის შესაბამისად:
|
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 2203.0 ათასი ლარით თანდართული ცხრილის შესაბამისად:
|
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 5644.0 ათასი ლარით თანდართული ცხრილის შესაბამისად:
|
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 282.4 ათასი ლარით თანდართული ცხრილის შესაბამისად:
|
|
ფუნქციო ნალური კოდი
|
დასახელება |
|
|
2014 წლის გეგმა |
|
|
|
|
2012 წლის ფაქტი |
2013 წლის ფაქტი |
სულ |
მათ შორის |
|
|
|
|
|
|
|
სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდები |
საკუთარი შემოსავლები |
|
|
701 |
საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება |
2 612.2 |
2,187.4 |
2,082.6 |
|
2,082.6 |
|
7011 |
აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფა, ფინანსური და ფისკალური საქმიანობა, საგარეო ურთიერთობები |
1 656,2 |
2,183.8 |
2,075.6 |
|
2,075.6 |
|
70111 |
აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფა |
1 631,2 |
2,124.2 |
1,972.2 |
|
1,972.2 |
|
70112 |
ფინანსური და ფისკალური საქმიანობა |
25,0 |
59.6 |
103.4 |
|
103.4 |
|
7013 |
საერთო დანიშნულების მომსახურება |
8,0 |
3.6 |
7.0 |
|
7.0 |
|
70133 |
საერთო დანიშნულების სხვა მომსახურება |
8,0 |
3.6 |
7.0 |
|
7.0 |
|
7017 |
საერთო დანიშნულების ფულადი ნაკადები მთავრობის სხვადასხვა დონეს შორის |
930,0 |
|
|
|
|
|
7018 |
სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებაში |
18,0 |
|
|
|
|
|
702 |
თავდაცვა |
78,4 |
93.7 |
95.3 |
|
95.3 |
|
703 |
საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება |
275,9 |
336.7 |
316.2 |
|
316.2 |
|
7031 |
პოლიციის სამსახური და სახელმწიფო დაცვა |
25,3 |
|
|
|
|
|
7032 |
ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა |
250,6 |
336.7 |
316.2 |
|
316.2 |
|
704 |
ეკონომიკური საქმიანობა |
1 393,1 |
1,154.3 |
2,194.0 |
2,081.9 |
112.1 |
|
7045 |
ტრანსპორტი |
1 393,1 |
1,154.3 |
2,194.0 |
2,081.9 |
112.1 |
|
70451 |
საავტომობილო ტრანსპორტი და გზები |
1 239,7 |
1,139.8 |
2,164.0 |
2,081.9 |
82.1 |
|
70455 |
მილსადენები და სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებები |
153,4 |
14.6 |
30.0 |
|
30.0 |
|
705 |
გარემოს დაცვა |
431,9 |
353.0 |
633.9 |
296.5 |
337.4 |
|
7051 |
ნარჩენების შეგროვება, გადამუშავება და განადგურება |
295,8 |
240.9 |
258.4 |
|
258.4 |
|
7052 |
ჩამდინარე წყლების მართვა |
136,1 |
112.1 |
375.5 |
296.5 |
79.0 |
|
706 |
საბინაო-კომუნალური მეურნეობა |
2 075,1 |
2,299.5 |
2,072.9 |
1,081.3 |
991.6 |
|
7061 |
ბინათმშენებლობა |
306,4 |
321.0 |
128.5 |
|
128.5 |
|
7062 |
კომუნალური მეურნეობის განვითარება |
77,0 |
|
|
|
|
|
7063 |
წყალმომარაგება |
1 121,1 |
1,532.8 |
1,375.0 |
983.6 |
391.4 |
|
7064 |
გარე განათება |
486,9 |
261.2 |
385.5 |
18.4 |
367.1 |
|
7066 |
სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა საბინაო-კომუნალურ მეურნეობაში |
83,7 |
184.6 |
183.9 |
79.3 |
104.6 |
|
707 |
ჯანმრთელობის დაცვა |
63,7 |
53.0 |
65.9 |
|
65.9 |
|
7072 |
ამბულატორიული მომსახურება |
13,7 |
3.0 |
5.9 |
|
5.9 |
|
70721 |
ზოგადი პროფილის ამბულატორიული მომსახურება |
13,7 |
3.0 |
5.9 |
|
5.9 |
|
7074 |
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება |
50,0 |
50.0 |
60.0 |
|
60.0 |
|
708 |
დასვენება, კულტურა და რელიგია |
646,3 |
623.6 |
800.6 |
|
800.6 |
|
7082 |
მომსახურება კულტურის სფეროში |
619,6 |
613.6 |
784.2 |
|
784.2 |
|
7083 |
ტელერადიომაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა |
1,6 |
2.9 |
4.4 |
|
4.4 |
|
7084 |
რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობა |
25,1 |
7.1 |
12.0 |
|
12.0 |
|
709 |
განათლება |
668,5 |
759.4 |
986.3 |
|
986.3 |
|
7091 |
სკოლამდელი აღზრდა |
619,8 |
708.9 |
925.6 |
|
925.6 |
|
7092 |
ზოგადი განათლება |
6,3 |
|
|
|
|
|
70923 |
საშუალო ზოგადი განათლება |
6,3 |
|
|
|
|
|
7093 |
პროფესიული განათლება |
42,4 |
50.5 |
60.7 |
|
60.7 |
|
710 |
სოციალური დაცვა |
468,4 |
436.5 |
468.5 |
|
468.5 |
|
7101 |
ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა |
107,5 |
123.8 |
122.4 |
|
122.4 |
|
71011 |
ავადმყოფთა სოციალური დაცვა |
104,5 |
117.0 |
114.1 |
|
114.1 |
|
71012 |
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა |
3,0 |
6.8 |
8.3 |
|
8.3 |
|
7104 |
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა |
35,9 |
36.3 |
42.7 |
|
42.7 |
|
7107 |
სოციალური გაუცხოების საკითხები, რომლებიც არ ექვემდებარება კლასიფიკაციას |
79,3 |
90.2 |
101.4 |
|
101.4 |
|
7109 |
სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა სოციალური დაცვის სფეროში |
245,7 |
186.2 |
202.0 |
|
202.0 |
|
|
სულ |
8 713,3 |
8,297.1 |
9,716.2 |
3,459.7 |
6,256.5 |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები თანდართული ცხრილის შესაბამისად:
|
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. ამავდროულად აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. პრიორიტეტების ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, კომუნალურ მეურნეობაში არსებული პრობლემების გადაჭრის ღონისძიებები, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მისი იერსახის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების ღონისძიებები. განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება.
ა.ა) მიზანი: სიღნაღის მუნიციპალიტეტის გზების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება;
ა.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული უკვე რეაბილიტირებული გზების მოვლა შენახვა, კვლავ გაგრძელდება სოფლის შიდა გზების მოხრეშვა, მოასფალტება. დაზიანებული ქვაფენილების და ტროტუარების აღდგენა-რეაბილიტაცია;
ა.გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება, ეკონომიკური და ტურისტული ინტენსივობის ზრდა;
ა.დ) შეფასების ინდიკატორი: რეაბილიტირებული და ახალი გზების ზრდა, გადაადგილების დროისა და სატრანსპორტო ხარჯების შემცირება და ტურისტების რაოდენობა.
ბ.ა) მიზანი: მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მგზავრთა გადაყვანისას მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვა;
ბ.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: ქვეპროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია სოფელ ბოდბიდან ქალაქ წნორის მიმართულებით მარშრუტის მომსახურების თანადაფინანსება. აღნიშნული მომსახურებით უშუალოდ ისარგებლებენ სოფლების: ბოდბის, ბოდბისხევის და ქალაქ წნორის მოსახლეობა;
ბ.გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: ადგილობრივი მარშრუტით მოსარგებლე მოსახლეობისათვის შეღავათიანი ტარიფით სარგებლობა;
ბ.დ) შეფასების ინდიკატორი: მუნიციპალური ტრანსპორტით გადაყვანილი კმაყოფილ მგზავრთა რაოდენობა გადაადგილების დროისა და სატრანსპორტო ხარჯების შემცირება.
პროგრამის ფარგლებში განხორცილედება სანიაღვრე არხების, გარე-განათების, წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემების არსებულის მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია და ახალი სისტემების მშენებლობა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება:
ა.ა) მიზანი: სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის და ორგანიზაციების ეკოლოგიურად სუფთა, გაფილტრული, ზედაპირული გრუნტის წყლების მოხვედრისგან დაცული სასმელი წყლის მიწოდების უზრუნველყოფა, ქალაქებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების აღდგენა-რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტში წყალსადენის სათავე ნაგებობების მოწყობა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია, აგრეთვე არსებული სისტემის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება;
ა.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის ღონისძიებები, ახალი წყლის მილებით წყლის სისტემების რეაბილიტაცია, ახალი ჭაბურღილების მოწყობა და არსებულ ჭაბურღილებზე ტუმბოს მოწყობის სამუშაოები;
ა.გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესება და მოწესრიგებული საკანალიზაციო სისტემები;
ა.დ) შეფასების ინდიკატორი: რეაბილიტირებული წყლის სისტემების რაოდენობა და სასმელი წყლით უზრუნველყოფილი მოსახლეობის რაოდენობა.
ბ.ა) მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება;
ბ.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების არსებული ქსელების ექსპლოატაცია და რეაბილიტირებულ გზებზე ახალი წერტილების მოწყობა;
ბ.გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: განათებული ქუჩების რაოდენობა, განათების ინტენსივობა, განათებულ ქუჩებში უსაფრთხო გადაადგილება და კრიმინოგენული ფაქტორების შემცირება;
ბ.დ) შეფასების ინდიკატორი: მუნიციპალიტეტის ქალაქებისა და სოფლების განათებული ქუჩების ზრდა.
გ.ა) საკანალიზაციო და წყალსადინარების სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 04 00) :
გ.ა.ა) მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიტარული და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესება;
გ.ა.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავება და ნარჩენების გატანა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-მოწესრიგება;
გ.ა.გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: გაუმჯობესებული სანიტარული და ეკოლოგიური პირობები;
გ.ა.დ) შეფასების ინდიკატორი: საცხოვრებელი კორპუსებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების ჩამდინარე წყლების მართვა.
გ.ბ) დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 04 00) :
გ.ბ.ა) მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიტარული და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება;
გ.ბ.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნაგავსაყრელების კეთილმოწყობის სამუშაოები, ქალაქების და სოფლების ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა და ადმინისტრაციული შენობის დაცვა-დასუფთავების ღონისძიებები;
გ.ბ.გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიტარული და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება;
გ.ბ.დ) შეფასების ინდიკატორი: ტერიტორიის დასუფთავების და ნარჩენების გატანის ინტენსიურობის ზრდა.
აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, ადგილობრივი ფოლკლორის დაცვას, აღორძინებას და ღირსეულ გაგრძელებას.
ა) მიზანი: პროგრამა მოიცავს სახელოვნებო განათლების ღონისძიებებს, რომლებიც ორიენტირებულია როგორც სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობაზე, ისე სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერაზე, მათ შორის: სასწავლო-შემოქმედებითი კუთხით პერსპექტიულ მოსწავლეთა სწავლის ხელშეწყობაზე, საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობის მხარდაჭერაზე, პედაგოგთა ხელშეწყობაზე;
ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: მოსწავლე ახალგაზრდებისთვის საჭირო პირობებით უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს აღნიშნულ დაწესებულებაში დასაქმებული პედაგოგების დაფინანსებას და ხელშეწყობას;
გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: შესაბამისი ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეთა წარმოჩენა და მათი აქტიური ჩართვა შესაბამისი განათლების მისაღებად;
დ) შეფასების ინდიკატორი: წარმატებულ მოსწავლეთა რაოდენობა.
ა) მიზანი: სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების განვითარება და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოება, ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმების განვითარება - პოპულარიზაცია;
ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების ხელშეწყობა, წიგნადი ფონდის შევსება თანამედროვე ლიტერატურით და დაკომპლექტება ყველა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით. ბიბლიოთეკების მართვის თანამედროვე პრინციპების დანერგვა და მომხმარებლებისათვის გაუმჯობესებული სერვისების შეთავაზება, საბიბლიოთეკო კვირეულის ჩატარება, ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმის ხელშეწყობა, არსებული ექსპონატების დაცვა და მოსწავლე-ახალგაზრდობის აქტიურად ჩაბმა მუზეუმების კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში;
გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მკითხველის დაინტერესების გზით მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა და მუზეუმების პოპულარიზაცია;
დ) შეფასების ინდიკატორი: ბიბლიოთეკებში მკითხველთა რაოდენობის ზრდა, საგანმანათლებლო-სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებების რაოდენობა, მუზეუმებში ვიზიტორთა რაოდენობა, მუზეუმებში მოწყობილი გამოფენების და წარმოდგენილი ექსპოზიციების რაოდენობა.
ა) მიზანი: განსაკუთრებული წარმატებების მქონე მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება;
ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: სახელოვნებო და სასპორტო სკოლების გაერთიანებაში შემავალი 5 სამუსიკო სკოლის 400 მოსწავლის და ერთი კომპლექსური სასპორტო სკოლის 160 მოსწავლის შესაბამისი განათლების მისაღებად საჭირო პირობებით უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს აღნიშნულ დაწესებულებაში დასაქმებული პედაგოგების დაფინანსებას, სხვადასხვა სპორტული სექციების და კლუბების ფინანსურ მხარდაჭერას, სპორტსმენებისთვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების უზრუნველყოფას, მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული და დასვენების ობიექტების ფინანსური მხარდაჭერას და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების განხორციელებას;
გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მოსახლეობაში ქართული კულტურისა და ტრადიციების განვითარება, მოსახლეობის აქტიური ჩართვა კულტურულ ღონისძიებებში, ხელოვნების და ტრადიციების აღორძინება, კულტურული ობიექტების მდგომარეობის გაუმჯობესება და დაცვა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, კონკურსებში, ფესტივალებსა და სხვა ფორუმებში მიღწეული წარმატებები და სპორტსმენთა წარმატებული შედეგები რეგიონალურ და რესპუბლიკურ ტურნირებში;
დ) შეფასების ინდიკატორი: ჩატარებული კულტურული ღონისძიებების რაოდენობა, კულტურულ ღონისძიებებში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა, სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარებული კონკურსებში წარმატებულ მოსწავლეთა რაოდენობა და წარმატებულ სპორტსმენთა რაოდენობა.
ა) მიზანი: თეატრისა და კულტურის პოპულარიზაცია;
ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ქართული ხალხური სიმღერის ფოლკლორული ანსამბლის ,,მრავალჟამიერის“ ბავშვთა ხალხური სიმღერების ანსამბლების, ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლებისა და წრეების, ასევე კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული თეატრისთვის სხვადასხვა ღონისძიებებსა და ფესტივალებში მონაწილეობის მისაღებად საჭირო პირობებით უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით სხვადასხვა გასართობი, სანახაობრივი ღონისძიებები და ქართული ფოლკლორის საღამოები;
გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ქართული ხალხური სიმღერის ფოლკლორული ანსამბლის ,,მრავალჟამიერის“ ბავშვთა ხალხური სიმღერების ანსამბლების, ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლებისა და წრეების სხვადასხვა ფესტივალებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე ქვეყნის გარეთ;
დ) შეფასების ინდიკატორი: ახალი სპექტაკლების რაოდენობის ზრდა და ხარისხობრივი მაჩვენებელი და მუნიციპალიტეტის ხელოვანთა მიღწევები.
ა) მიზანი: ახალგაზრდა თაობაში შრომის, მართვის უნარ - ჩვევების გამომუშავება და მათი საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა;
ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: არაფორმალური განათლების ხელშეწყობა (ტრინინგ-სემინარები, ფორუმები, სესიები, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, გასართობი თამაშები, შემოქმედებითი და საგანმანათლებლო კონკურსები და სხვა), შემოქმედი ახალგაზრდების შემოქმედების პოპულარიზაცია (გამოფენები, ლიტერატურული საღამოები, კონცერტები, ფესტივალები, სპექტაკლები და სხვა), ახალგაზრდული საინფორმაციო ცენტრის ხელშეწყობა, ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება (ლაშქრობები, ექსკურსიები, შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში, სპორტის ექსტრემალური სახეობების კვირეული, სეზონურად სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებში შეღავათების დაწესება და სხვა);
გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: ხარისხობრივად და თვისობრივად მაღალ დონეზე განხორციელებული პროექტები, ახალგაზრდების მხრიდან თავისუფალი დროის შინაარსიანი და ეფექტური ხარჯვა და ახალგაზრდული ორგანიზაციების აქტივობების ზრდა, ახალგაზრდა თაობის აქტიურად ჩართვა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში;
დ) შეფასების ინდიკატორი: ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად განხორციელებული პროექტების რაოდენობა, წარმატებული და ინიციატივიანი ახალგაზრდების რაოდენობის ზრდა, საზოგადოებრივად აქტიური, ინფორმირებული და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ახალგაზრდობა.
პროგრმა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება, დაავადების გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით, ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება, მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა, ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადების და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება, მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისთვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ერთერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტის, მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობისა და სოციალური სფეროს დაფინანსება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და ფართით უზრუნველყოფა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და სხვა სოციალურ ღონისძიებები, რომლებიც უზუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას:
ა.ა) მიზანი: სიღნაღის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების გაუმჯობესება;
ა.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობა წარმოადგენს პროცესს, რომელიც მიმართულია ადამიანის მიერ საკუთარი ჯანმრთელობის კონტროლისა და გაუმჯობესებისაკენ. პროგრამა უზრუნველყოფს მოსახლეობის ყველა ფენისათვის იმ შეგნების ჩანერგვას, რომ აუცილებელია საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის გზით. ამ პროგრამის მთავარი მიზანი მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდის მიღწევა და მოსახლეობაში ჯანმრთელი კონტიგენტის ხვედრითი წონის მატებაა. აგრეთვე მისი მიზანია ადამიანთა ფიზიკური და ფსიქიური ჯანმრთელობის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა დაავადებათა პრევენციის, მათი გავრცელების შესწავლისა და შესაბამისად კონტროლის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობის გზით;
ა.გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: მოსახლეობის სამედიცინო პროფილაქტიკური განათლების დონის გაზრდა და დაავადებების პრევენცია;
ა.დ) საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები: ინფექციური და გადამდები დაავადებებისგან დაცული მოსახლეობა და მუნიციპალიტეტში გამოვლენილი დაავადებების შემცირებული მაჩვენებელი.
პროგრამა ითვალისწინებს ხანდაზმულთათვის, მარჩენალდაკარგულთათვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სოციალურად დაუცველ პირთათვის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას, როგორიცაა ახალშობლითა და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს როგორც ერთჯერად ასევე ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას, რაც ნაწილობრივ აისახება მათ სოციალურ მდგომარეობაზე. სოციალურად დაუცველ პირთა ზრუნვა, კვება, პირველადი სამედიცინო მომსახურება, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებები. მოსახლეობაში იოდის და სხვა მიკროელემენტების დეფიციტით გამოწვეულ დაავადებათა პროფილაქტიკის და შაქრიანი დიაბეტის ადრეული გამოვლენის ღონისძიებები, რაც ხელს უწყობს აღნიშნული დავადებების რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებში დაავადების დროულ გამოვლენას.
ა.ა) მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ავადმყოფი მოქალაქეების და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოხუცების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
ა.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ავადმყოფი მოქალაქეების და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოხუცების მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ასევე თითოეულ ავადმყოფზე ოპერაციების ხარჯების დაფინანსება 1000 ლარამდე;
ა.გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
ა.დ) შეფასების ინდიკატორი:პროგრამაში მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა.
ბ.ა) მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება;
ბ.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: მარტოხელა დედების სოციალური დაცვა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დახმარება, ტერიტორიულ მთლიანობისთვის მებრძოლ მეომართა ერთჯერადი დახმარება, სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება და სხვა სოციალური ღონისძიებები;
ბ.გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: ბენეფიციართა არსებითი საჭიროებითა და საარსებოდ აუცილებელი სოციალური სერვისებით უზრუნველყოფა;
ბ.დ) შეფასების ინდიკატორი: მოსახლეობის გაუმჯობესებული სოციალური მდგომარეობა; არსებითი საჭიროებითა და საარსებოდ აუცილებელი სოციალური სერვისებით უზრუნველყოფილთა რაოდენობა.
გ.ა) მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი და სხვა უწეო მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის რაოდენობის დაზუსტება და მათი გამოკვება;
გ.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების კვებით უზრუნველყოფა;
გ.გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: კვებით უზრუნველყოფილი ბენეფიციარები;
გ.დ) შეფასების ინდიკატორი: ბენეფიციართა სოციალური მდგომარეობის შემსუბუქება.
დ.ა) მიზანი: გარდაცვლილი სამამულო ომის მონაწილეების და სამაჩაბლო-აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ოჯახებისათვის დახმარება, თანაგრძნობის გამოხატვა და უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვისათვის შესაბამისი პატივის მიგება;
დ.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: გარდაცვლილი სამამულო ომის მონაწილეების და სამაჩაბლო-აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა დაკრძალვის ხარჯების გაღება თითოეული გარდაცვლილის ოჯახზე 250 ლარის ოდენობით.
დ.გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მოქალაქეთა დახმარება, ყურადღებისა და თანადგომის გამოხატვა;
დ.დ) შეფასების ინდიკატორი: გარდაცვლილი სამამულო ომის მონაწილეების და სამაჩაბლო-აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ოჯახების დახმარება.
ე.ა) მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვის ღონისძიებები;
ე.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად ყოველ ახალდაბადებულ ბავშვზე დასახმარებლად თითოეულზე 100 ლარის ოდენობით;
ე.გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება;
ე.დ) შეფასების ინდიკატორი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაში შობადობის ამაღლება.