ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე
მიღების თარიღი 26.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №726
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018345
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.12.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დამტკიცებული ბიუჯეტით მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №726
2014 წლის 26 დეკემბერი
ქ.თბილისი
ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე
მუხლი 1🔗
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტითა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა ყოველწლიურად მათი ბიუჯეტების, საშტატო ნუსხებისა და სახელფასო ფონდის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება უზრუნველყონ თანდართული ფორმით (დანართი №1), არა უგვიანეს შესაბამისი წლის 1 თებერვლისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობით.
2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები უფლებამოსილნი არიან, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებამდე, ხარჯვა განახორციელონ საქართველოს პარლამენტისათვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად წარდგენილი პარამეტრების ფარგლებში, ან/და
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებული წლიური ბიუჯეტების, საშტატო ნუსხებისა და სახელფასო ფონდის საფუძველზე,
3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები, საქართველოს მთავრობის მიერ მათი ბიუჯეტების შეთანხმებამდე, უფლებამოსილნი არიან, განახორციელონ წლიური სახელმწიფო შესყიდვები „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უწყვეტ მომსახურებებზე, ასევე, ორგანიზაციის ფუნქციონირებისათვის სხვა აუცილებელ შესყიდვის ობიექტებზე.
მუხლი 2🔗
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს უფლება მიეცეთ, საქართველოს მთავრობასთან მათი ბიუჯეტების, საშტატო ნუსხებისა და სახელფასო ფონდების შეთანხმების შემდგომ, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების გარეშე განახორციელონ:
ა) შეთანხმებული ბიუჯეტის ცვლილება დონორებიდან მიღებული დაფინანსების ფარგლებში;
ბ) შეთანხმებული ბიუჯეტის ცვლილება საბიუჯეტო სახსრების ნაწილში;
გ) შეთანხმებული ბიუჯეტის საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის ცვლილება კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) შემოსავლების ფარგლებში, თუ აღნიშნული ცვლილებები ჯამურად არ აღემატება შეთანხმებული ბიუჯეტის 10%-ს ან/და არ ზრდის შრომის ანაზღაურების მუხლს, ხოლო თუ ცვლილებები აღემატება შეთანხმებული ბიუჯეტის 10%-ს ან/და ზრდის შრომის ანაზღაურების მუხლს, ცვლილება შესაძლებელია, განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით;
დ) საშტატო ნუსხის და სახელფასო ფონდის ცვლილება, თუ იგი არ იწვევს თანამდებობრივი სარგოს ერთი თვის ფონდის ზრდას ან/და შრომის ანაზღაურების წლიური ფონდის ზრდას, ხოლო თუ იგი იწვევს თანამდებობრივი სარგოს ერთი თვის ფონდის ზრდას ან/და შრომის ანაზღაურების წლიური ფონდის ზრდას, ცვლილება შესაძლებელია, განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით.
მუხლი 3🔗
საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია შეთანხმებული ბიუჯეტების, საშტატო ნუსხებისა და სახელფასო ფონდების ნებისმიერი ცვლილება, გარდა ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა.
მუხლი 4🔗
ამ დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად, შეთანხმებული ბიუჯეტების, საშტატო ნუსხებისა და სახელფასო ფონდის ცვლილების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობით.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი