ადგილობრივი თვითმმართველობის, ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 29.12.2014
ძალაში შესვლა 01.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №741
სარეგისტრაციო კოდი 190020010.10.003.018361
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
კომერციული ბანკის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ბუღალტრული ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს საჯარო სკოლებსა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებზე/სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებებზე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ<sup>1</sup>“ და „ბ<sup>2</sup>“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის იმავე კოდექსით განსაზღვრული დებულებების ეტაპობრივად გავრცელებასთან დაკავშირებით გარკვეული ღონისძიებების თაობაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ადგილობრივი თვითმმართველობის, ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №741
2014 წლის 29 დეკემბერი
ქ.თბილისი
ადგილობრივი თვითმმართველობის, ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 1143 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს ადგილობრივი თვითმმართველობის, ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ადგილობრივი თვითმმართველობის, ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესი
მუხლი 1🔗
ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველი ერთეულების საფინანსო ორგანოებმა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა და არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირებმა დახურონ კომერციულ ბანკებში გახსნილი ანგარიშები, გარდა ამ დადგენილების მე-2 მუხლში მითითებული ანგარიშებისა და 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ამ ანგარიშებზე რიცხული ნაშთები 5 იანვრიდან ეტაპობრივად, არა უგვიანეს 2015 წლის 31 იანვრისა, მიმართონ ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით მათთვის განსაზღვრულ სახაზინო კოდზე.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ორგანიზაციების მიერ კომერციულ ბანკებში საბანკო გარანტიების, სესხებისა და აკრედიტივების უზრუნველსაყოფად გამოყენებული და ვადიან დეპოზიტებზე 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით განთავსებული თანხების გადატანა ხაზინის ერთიან ანგარიშზე მოხდეს ვადის ამოწურვის შემდეგ.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ორგანიზაციების ბიუჯეტების შემოსულობების და გადასახდელების ოპერაციები 2015 წლის 1 იანვრიდან განხორციელდეს მხოლოდ ხაზინის ერთიან ანგარიშზე. დაუშვებელია აღნიშნული ოპერაციების განხორციელება კომერციულ ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე.
მუხლი 4🔗
2015 წლის 1 იანვრიდან ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველი ერთეულების საფინანსო ორგანოების და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ კომერციულ ბანკებში დამატებითი შემოსულობის მიზნით ანგარიშების გახსნა და მათზე თანხების გადატანა განხორციელდეს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.