კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ბუღალტრული ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის ბრძანება №01/69 |
|
2019 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტებით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ,,კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ბუღალტრული ანგარიშგების წესი“ (დანართი №1);
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმა აქტივების/მომსახურების უსასყიდლოდ მიღება/გადაცემის შესახებ (დანართი №2).
|
1. წინამდებარე წესი შემუშავებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 24 დეკემბრის №42 დადგენილების შესაბამისად და განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტებით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების (შემგომში – „ორგანიზაციები“) მიერ კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ბუღალტრული ანგარიშგების მომზადების წესს.
2. წესის მიზანია საბიუჯეტო სახსრების სწორი და გამჭვირვალე აღრიცხვა-ანგარიშგების უზრუნველსაყოფად ორგანიზაციების ნაერთი (კონსოლიდირებული) ბუღალტრული ანგარიშგების მომზადების ერთიანი წესის განსაზღვრა.
წინამდებარე წესით უნდა იხელმძღვანელონ ორგანიზაციებმა როგორც ინდივიდუალური, ასევე კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად.
1.მაკონტროლებელმა ერთეულმა კონსოლიდირებული ბუღალტრული ანგარიშგების მომზადებისას, კონტროლირებული ერთეულების ბუღალტრული ანგარიშგებები უნდა გააერთიანოს მუხლობრივად, აქტივების, ვლდებულებების, კაპიტალის, შემოსავლებისა და ხარჯების მსგავსი მუხლების დაჯამებით.
2. მაკონტროლებელი ერთეულის და მის მიერ კონტროლირებული ერთეულების ბუღალტრული ანგარიშგება, რომელიც გამოიყენება კონსოლიდირებული ბუღალტრული ანგარიშგების მოსამზადებლად, შედგენილი უნდა იყოს ერთსა და იმავე საანგარიშგებო თარიღისთვის.
3. კონსოლიდირებული ბუღალტრული ანგარიშგება უნდა მომზადდეს ერთნაირი სააღრიცხვო პოლიტიკის გამოყენებით, ანალოგიური ოპერაციებისა და სხვა მოვლენების მიმართ.
1. კონსოლიდაციის დროს არაფინანსური და ფინანსური აქტივების და ვალდებულებების გადაცემის ოპერაციები ანგარიშგებაში უნდა დაექვემდებაროს ელიმინირებას და აისახოს შემდეგი სახით:
ა) გამცემი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ – ფინანსური და არაფინანსური აქტივების გადაცემის შედეგად აღიარებული გრანტის ხარჯი და ვალდებულებების გადაცემით გრანტის სახით აღიარებული შემოსავალი;
ბ) მიმღები ორგანიზაციის მიერ – გრანტის სახით აღიარებული შემოსავალი ფინანსური და არაფინანსური აქტივების მიღებით და ვალდებულების აღებით აღიარებული გრანტის ხარჯი.
1. მონეტარული შიდა ოპერაციები კონსოლოდირებულ ბუღალტრულ ანგარიშგებაში აისახება:
ა) გამცემი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მიღებული დაფინანსება და მიმღები საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლებით გაწეული საკასო და ფაქტობრივი ხარჯები;
ბ) დაფინანსებისა და შემოსავლების/ხარჯების გადახურვა კაპიტალის ანგარიშზე წყაროების შესაბამისად.
1.არამონეტარული შიდა ოპერაციების ელიმინირების შედეგად აქტივები და ვალდებულებები კონსოლიდირებულ ბუღალტრულ ანგარიშგებაში უნდა აისახოს მოძრაობის გარეშე.
2.შიდა ოპერაციების ამოთიშვა (ელიმინირება) განხორციელდეს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე თანდართული ფორმის შესაბამისად.
1.კონსოლიდირებულ და ინდივიდუალურ ბუღალტრულ ანგარიშგებას დანართად უნდა ერთოდეს განმარტებითი ბარათი, სადაც დეტალურად იქნება წარმოდგენილი:
ა) ინფორმაცია აქტივების და ვალდებულებების მატება/კლების შესახებ;
ბ) ინფორმაცია ფაქტობრივ და საკასო ხარჯებს შორის სხვაობის შესახებ;
გ) ინფორმაცია საოპერაციო და არასაოპერცაიო შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ.