მუხლი 1🔗
ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველი ერთეულების საფინანსო ორგანოებმა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა და არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირებმა დახურონ კომერციულ ბანკებში გახსნილი ანგარიშები, გარდა ამ დადგენილების მე-2 მუხლში მითითებული ანგარიშებისა და 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ამ ანგარიშებზე რიცხული ნაშთები 5 იანვრიდან ეტაპობრივად, არა უგვიანეს 2015 წლის 31 იანვრისა, მიმართონ ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით მათთვის განსაზღვრულ სახაზინო კოდზ