მუხლი 1🔗

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის იმავე კოდექსით განსაზღვრული დებულებების საქართველოს საჯარო სკოლებსა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებზე/სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებებზე (შემდგომში – ორგანიზაციები) გავრცელების მიზნით, ორგანიზაციები ეტაპობრივად გადაყვანილ იქნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახურის (შემდგომში – სახაზინო სამსახური) მომსახურებაზე და კომერციული ბანკების ანგარიშებიდან მათი თანხები გადატანილ იქნეს ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში, ამ ბრძანების შესაბამისად