„ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №56 |
|
2014 წლის 31 დეკემბერი ქ. ტყიბული |
„მუხლი 12.
4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური;
დ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
ე) ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური;
ვ) ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური;
ზ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;
თ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური;
ი) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;“
„ მუხლი 13. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები
1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები:
ა) ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოებისა და ადმიანური რესურსების, სამართლებრივი, საკადრო, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება და შესაბამისი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა;
გ) ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელება;
დ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა;
ე) ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, მუნიციპალიტეტის ქონების მართვა;
ვ) ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
ზ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე;
თ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინაშე არსებული რისკების დადგენა, მათი შეფასება, რეკომენდაციების მიცემა, ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების უზრუნველყოფა, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების განსაზღვრა და გამოვლენის შემთხვევაში მათზე რეაგირება და მონიტორინგი;
ი) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.
2. გამგეობის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები.“
|