ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.12.2014
ძალაში შესვლა 01.01.2015
ძალის დაკარგვა 01.05.2023
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №44
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016143
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა | ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.05.2023
დოკუმენტის ტექსტი
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების
წესის დამტკიცების შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №44
2014 წლის 30 დეკემბერი
ქ. ხობი
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების
წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 41-ე მუხლის მესამე პუნქტის, „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N7 დადგენილების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი და ოდენობა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა
დანართი
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი და ოდენობა
მუხლი 1🔗.
საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ასანაზღაურებელი ოდენობა
საკრებულოს წევრებს მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით აუნაზღაურდებათ შემდეგი საქმიანობისთვის გაწეული ხარჯები:
ა)
საკრებულოს სხდომებისა და საკრებულოს კომისიების მუშაობაში მონაწილეობა;
ბ)
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 47-ე მუხლით გათვალისწინებული ხარჯები;
გ)
საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა;
დ)
საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულება.
მუხლი 2🔗.
საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)
საკრებულოს წევრების მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) შეადგენს 250 (ორასორმოცდაათი) ლარს.
მუხლი 3🔗.
საკრებულოს წევრისთვის (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯების ანაზღაურება
1.
ამ დანართის პირველ მუხლში გათვალისწინებული საქმიანობისათვის გაწეული ხარჯების შესახებ საკრებულოს თითოეული წევრი (გარდა თანამდებობის პირებისა), ყოველი თვის 15 რიცხვამდე საკრებულოს აპარატს წარუდგენს წერილობით ინფორმაციას მის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას. ამ ინფორმაციის დამუშავების შემდეგ, საკრებულოს აპარატის უფროსი ერთიან მოხსენებით ბარათს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, სადაც მთლიანად ან ნაწილობრივ ადასტურებს ან უარყოფს საკრებულოს თითოეული წევრის მიერ წერილობით ინფორმაციაში ასახულ მონაცემებს.
2.
საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გამოსცემს ბრძანებას საკრებულოს თითოეული წევრისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამ დანართის პირველ მუხლში გათვალისწინებული საქმიანობისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებისა და ოდენობის შესახებ. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია შეუმციროს საკრებულოს კონკრეტულ წევრს ამ დანართის მე-2 მუხლით დადგენილი თანხის ზღვრული ოდენობა საკრებულოს, საკრებულოს კომისიის და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მისი ფაქტობრივი დასწრების გათვალისწინებით, თითოეული გაცდენილი სხდომისათვის 20 (ოცი) ლარის ოდენობით.
მუხლი 4🔗.
საკრებულოს წევრისთვის (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა
საკრებულოს წევრებისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯების დარიცხვა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად.