ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (11 მუხლი)
|
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2023 წლის 27 აპრილი ქ. ხობი |
|
ეს წესი ადგენს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) (შემდეგში – საკრებულოს წევრი) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით რეალურად გაღებული ხარჯების ანაზღაურების წესსა და ზღვრულ ოდენობას.
საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) აუნაზღაურდება უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული და დოკუმენტურად დადასტურებული გონივრული ხარჯი.
საკრებულოს წევრს ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად აუნაზაღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული სხვადასხვა ხარჯები (ტრანსპორტირების (საწვავის) და ამომრჩევლებთან კომუნიკაციის (მობილური ტელეფონით სარგებლობის) ხარჯები), რაზედაც გაწეული ხარჯის კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისათვის საკრებულოს აპარატის უფროსის სახელზე წარმოადგენს განცხადებას ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტებთან და ამომრჩევლებთან შეხვედრის საოქმო ჩანაწერთან ერთად, არაუგვიანეს ყოველი თვის პირველი რიცხვისა.
მუხლი 4.
საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზედა ზღვარი განისაზღვრება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 5.
საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, რეალურად გაწეული ხარჯები ანაზღაურდება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ყოველი თვის არაუგვიანეს 5 რიცხვისა (თუ 5 რიცხვი უქმე ან დასვენების დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს), საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს აპარატში საკრებულოს წევრობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, რეალურად გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯების დასაბუთების შესახებ წარმოდგენილი დამადასტურებელი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე შედგენილი მოხსენებითი ბარათის შესაბამისად.
საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს ხობის მუნიციპალიტეტის მერია.
დაუშვებელია საკრებულოს წევრის ხარჯების ანაზღაურება ფულადი ჯილდოებისა და სახელფასო დანამატის სახით.
საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ასანაზღაურებელი ხარჯების რაოდენობაში არ ითვლება სამივლინებო ხარჯები. საკრებულოს წევრის სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით საჯარო მოსამსახურის მივლინების ხარჯების ანაზღაურებისათვის დადგენილი წესები.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.10.2023.
- როდის იქნა მიღებული „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ“?
- „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 27.04.2023. მიმღები ორგანო — ხობის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №17. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.106.016426.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 23.10.2023-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 11 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.10.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ“, №17, 27.04.2023, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016426 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5791579/