„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1737
სარეგისტრაციო კოდი
480.610.000.05.001.001.889
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 36, 11/07/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 23-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს გენერალური პროკურორი უფლებამოსილი ორგანოს წინადადების საფუძველზე, პირის დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემის მიზნით პირის დაპატიმრების თაობაზე ბრძანების გაცემის შესახებ. სასამართლო მომდევნო 24 საათის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების თაობაზე ბრძანების გაცემის შესახებ. თუ სასამართლო ამ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, დაკავებული პირი თავისუფლდება.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გადასაცემ პირს უფლება აქვს, დაპატიმრების შესახებ ბრძანების ასლის მიღებიდან 5 დღის ვადაში გაასაჩივროს ეს ბრძანება სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.“.

2. 43-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საერთაშორისო სასამართლოს თხოვნასთან დაკავშირებით უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თხოვნის განხილვის პროცედურის დასრულების შემდეგ სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შეიძლება გაასაჩივროს იმ პირმა, რომელსაც პირადად და უშუალოდ შეეხო გატარებული ღონისძიება ან აქვს გადაწყვეტილების შეცვლის ან გაუქმების კანონიერი საფუძველი.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა საჩივრის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან 15 დღის ვადაში.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2005 წლის 15 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                          მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 ივნისი.

№1737-რს

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.06.2005.
როდის იქნა მიღებული „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.06.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1737. სარეგისტრაციო კოდი — 480.610.000.05.001.001.889.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.06.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №1737, 23.06.2005, სარეგისტრაციო კოდი 480.610.000.05.001.001.889 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.06.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/26656/