„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №761 |
|
2014 წლის 31 დეკემბერი ქ.თბილისი |
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტროს მმართველობის სფეროს განეკუთვნება: რეგიონული განვითარების პოლიტიკა, საქართველოში წყლით უზრუნველყოფის განვითარების, მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა, საქართველოში (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა) მყარი ნარჩენების მართვის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა; საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.“.
2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის, დეკონცენტრაციის და სახელმწიფო ხელისუფლებას და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნისა და გადანაწილების საკითხებზე წინადადებების შემუშავება;
გ) საქართველოს რეგიონებში მეწარმეობის მხარდაჭერის, საინვესტიციო საქმიანობის სტიმულირების, დასაქმების პრობლემების რეგულირების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის წინადადებების შემუშავება, რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმებისა და პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია; მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, მათ შორის, ცხოვრებისა და დასაქმების დონის ანალიზი და პროგნოზირება; საქართველოში წყლით უზრუნველყოფის განვითარების, მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა და კოორდინაცია, საქართველოში (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა) მყარი ნარჩენების მართვის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;“;
ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შემოსულობებისა და ხარჯების ანალიზი, ბიუჯეტთაშორისი ურთიერთობების განვითარების საკითხებზე წინადადებების მომზადება;
ვ) საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობის, ტრანსფერების განაწილებისა და მათი მიზნობრივი გამოყენების თაობაზე, აგრეთვე, გათანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად წინადადებების მომზადება;“;
გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) მუნიციპალიტეტის შექმნის, გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის, შეცვლის ან/და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენი წინადადებების მომზადება;“;
დ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციების და ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხების კოორდინაცია;“;
ვ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:
„კ1) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე, მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, სახელმწიფო დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელება;“;
ზ) „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) სამხედრო ძალების სამობილიზაციო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, სამობილიზაციო და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა;
„მ) მუნიციპალიტეტების მიერ მოქალაქეების სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის სამუშაოთა კოორდინაცია;“;
თ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების საერთაშორისო, მათ შორის, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;“;
ი) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) მართვის პოლიტიკის შემუშავება და რეალიზაცია იმ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებისათვის, რომელთა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილები მართვის უფლებით გადაეცა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტები);“.
3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სამინისტროს სისტემა
სამინისტროს სისტემას შეადგენენ სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები, სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები (შემდგომში - სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტები).“.
4. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მინისტრის აპარატი (დეპარტამენტი);
ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;
დ) ევროინტეგრაციის, რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტი;
ე) იურიდიული დეპარტამენტი;
ვ) თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტი;
ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
თ) მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტი;
ი) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის დეპარტამენტი;
კ) ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტი;
ლ) ეკონომიკური დეპარტამენტი.“.
5. მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი;“.
6. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ადგენს სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტრუქტურას, სამინისტროს და მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;“;
ბ) „რ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს) საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს საქართველოს პარლამენტში წარსადგენად მუნიციპალიტეტის შექმნის, გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის, შეცვლის ან/და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ;
ტ) კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტების მიერ მოქალაქეების სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის სამუშაოებს, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ამ სფეროსთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;“;
დ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ) უზრუნველყოფს საავტომობილო გზების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას, განხორციელებას, კოორდინაციასა და კონტროლს, ასევე, წყლით უზრუნველყოფის განვითარების, მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და ხელშეწყობის ღონიძიებათა განხორციელებას, აგრეთვე, საქართველოში (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა) მყარი ნარჩენების მართვის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;“.
7. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ამოცანები და კომპეტენცია
სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ამოცანები და კომპეტენციაა:
ა) მინისტრის აპარატი (დეპარტამენტი) – მინისტრის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა; სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობა; სამინისტროს სათათბირო ორგანოების სხდომებისა და მინისტრის მიერ დანიშნული სხვა თათბირების გამართვის ორგანიზება და სხდომის ოქმის წარმოება; მინისტრის ცალკეული დავალებების შესრულება;
ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი – სამინისტროს აპარატის სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; სამინისტროს აპარატის სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირება; სამინისტროს აპარატის სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და, საჭიროების შემთხვევაში, მათში განსახორციელებელი ცვლილების პროექტების მომზადება და შემდგომი მონიტორინგი; საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა; სამინისტროს უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვისა და მისი დაცვის კონტროლი; სამინისტროს მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; შენობა-ნაგებობების, საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების ტექნიკური მომსახურება, მათი ექსპლუატაცია და ტექნიკური მდგომარეობის ზედამხედველობა; სამინისტროს ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურება; სამინისტროს შიდა კომპიუტერული ქსელით უზრუნველყოფა; სამინისტროს სატელეფონო ქსელის და ქვესადგურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; საქმისწარმოების წესის შესაბამისად, სამინისტროში შესული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა; საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტებით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული დავალებების, აგრეთვე, მინისტრის ბრძანებებისა და დავალებების შესრულების კონტროლი; ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და გამართვა; სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, ატესტაციების ორგანიზება და ატესტაციის შედეგების ასახვა პირად საქმეებში; კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, შვებულებისა და სხვა საკადრო ბრძანებების გამოცემის, ასევე, სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების ხელმძღვანელთა დანიშვნა-გათავისუფლებასთან დაკავშირებული პროცედურების უზრუნველყოფა; სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა; შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროსათვის წერილობითი ინფორმაციის წარდგენა პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო ღონისძიებათა განხორციელება; საქმეთა ნომენკლატურის შედგენა; სამინისტროში შექმნილი იმ დოკუმენტების დაცვა, შენახვა, დამუშავება და აღრიცხვა, რომლებიც ეროვნული საარქივო ფონდისთვის გადასაცემად არის განკუთვნილი; დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობა; მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;
გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი - სამინისტროს სისტემის საქმიანობის გაუმჯობესებისა და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა შემდეგი საქმიანობის განხორციელებით:
გ.ა) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; სამინისტროს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება-მონიტორინგი; სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება; სამინისტროს სისტემაში „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად და დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, შიდა აუდიტის განხორციელება; განხორციელებული შიდა აუდიტის შედეგებისა და რეკომენდაციების მინისტრისათვის წარდგენა; შიდა აუდიტის ობიექტისთვის რეკომენდაციების მიცემა და მათი შესრულების მონიტორინგის განხორციელება; უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მისთვის საჭირო ყველა ინფორმაციისა და დოკუმენტის მიღება, ასევე, მონაცემთა ბაზებზე წვდომა, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა); ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებისა და მოვალეობების განხორციელება;
გ.ბ) დისციპლინური (სამსახურებრივი) გადაცდომის ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და მისი აღმოჩენის მიზნით, სამსახურებრივი შემოწმების შემდეგი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა: სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების თანამშრომელთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვისა და შესრულების კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია; მინისტრის თანხმობის საფუძველზე, სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების თანამშრომელთა მიერ დისციპლინური (სამსახურებრივი) გადაცდომისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების ფაქტების სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა; ასევე, რეკომენდაციის წარდგენა გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ; სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მინისტრთან შეთანხმებით, მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნა; განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების ნებისმიერი თანამშრომლისთვის, ასევე, ნებაყოფლობის საფუძველზე, სხვა პირისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა ან/და ინფორმაციის მიღება; სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების თანამშრომელთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულების კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში შემავალ და მართვაში არსებულ სუბიექტებში მიმდინარე ყველა პროცესის შესწავლა, ანალიზი და სხვა უფლებამოსილების განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროში, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
დ) ევროინტეგრაციის, რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტი – საქართველოს რეგიონული განვითარების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ევროპულ სტანდარტებთან შემდგომი დაახლოების მხარდაჭერა და ამ მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და პროგრამული დავალებების პროექტების მომზადება; კოორდინაციის განხორციელება სამინისტროს სისტემაში შემავალ სუბიექტებზე ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებთან (მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისი ვალდებულებების განხორციელება) დაკავშირებულ საქმიანობაზე; ევროკავშირის სპეციალური პროგრამების (მათ შორის, საბიუჯეტო და სექტორული დახმარების პროგრამა) ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის მხარდაჭერა; ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით, წინადადებების შემუშავება; სხვადასხვა ქვეყნების ევროინტეგრაციის გამოცდილების შესწავლა და საუკეთესო პრაქტიკის ეფექტიანი გამოყენებისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება; ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესთან და ევროპის საბჭოს სხვა ინსტიტუციებთან ურთიერთობის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ევროკავშირის ინსტიტუციებთან ურთიერთობის ფარგლებში, კომპეტენციის გათვალისწინებით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებების მომზადება საინოვაციო პოლიტიკის, საინოვაციო ეკოსისტემის, ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების სისტემური განვითარების, რეგიონული საინოვაციო და ტექნოლოგიური ტრანსფერის სისტემების განვითარებისა და მათი ევროპულ პრაქტიკასთან დაახლოების საკითხებზე; საინოვაციო განვითარების სფეროში საქართველოს რეგიონების კონკურენტუნარიანობის, არსებული მდგომარეობისა და შესაბამისი ინიციატივების პერიოდული ანალიზი და რეგიონული საინოვაციო პოლიტიკის ნიშნულების განსაზღვრა. ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მხარდაჭერა; რეგიონებში კლასტერული განვითარების პოლიტიკის შემუშავების მხარდაჭერა, რეგიონთაშორისი ან მუნიციპალიტეტთაშორისი კლასტერული განვითარების შესაძლებლობების გამოვლენისა და ამგვარ პოტენციურ ერთეულებში შესაბამისი ეკონომიკური პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, წინადადებების მომზადება; რეგიონებში განხორციელებული სტრატეგიული კვლევებისა და საინოვაციო პროექტების, სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების პოპულარიზაციისა და კომერციალიზაციის მეთოდოლოგიური ხელშეწყობა; წინადადებების მომზადება მუნიციპალიტეტის შექმნის, გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის, შეცვლის ან/და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ; ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული მმართველობის სისტემების რეფორმირების, აგრეთვე, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზების შესახებ წინადადებების შემუშავება; რეგიონული მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციონალურ, საკადრო და საინფორმაციო უზრუნველყოფის სფეროებში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება; წინადადებების მომზადება მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის საკითხებსა და მართვის სისტემის ოპტიმიზაციისათვის გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე; სსიპ – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის საქმიანობის მონიტორინგი; მინისტრისათვის წინადადებების წარდგენა სსიპ – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველსაყოფად; დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობა; მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;
ე) იურიდიული დეპარტამენტი - სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ წარდგენილი და დეპარტამენტის მიერ შემუშავებული წინადადებების საფუძველზე, სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მომზადება და ამ გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში, შესრულების კოორდინაცია; სამინისტროს საპარლამენტო მდივნის ფუნქციათა განხორციელების ხელშეწყობა; კომპეტენციის სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; სხვადასხვა უწყების, სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და მართვაში არსებული სუბიექტების მიერ მომზადებული და სამინისტროში წარდგენილი, აგრეთვე, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული და დეპარტამენტისათვის წარდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, სამართლებრივი დასკვნის მომზადება ან/და ვიზირება; საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული წინადადებების საფუძველზე, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადებული, სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების მიერ მომზადებული და მისთვის წარდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს მთავრობისათვის, საქართველოს პარლამენტში და სხვა სახელმწიფო უწყებებში წარდგენის უზრუნველყოფა; სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში; ფიზიკური და იურიდიული პირების საჩივრების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; მინისტრის დავალებით სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება; სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, ხოლო სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ მიმართვის შემთხვევაში, სხვა სახის ხელშეკრულების პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზა/ვიზირება; კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება; მიმართვის შემთხვევაში, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი კონსულტაციის განხორციელება; მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;
ვ) თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტი – რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შედგენის მეთოდური რეკომენდაციების შემუშავება დეპრესიული, მაღალმთიანი რეგიონების თავისებურებათა გათვალისწინებით; რეკომენდაციების შემუშავება რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეებს შორის არსებულ დისპროპორციათა შემცირების უზრუნველსაყოფად; წინადადებების შემუშავება რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების, რეგიონებში მეწარმეობის მხარდაჭერის, საინვესტიციო საქმიანობის სტიმულირების, დასაქმების პრობლემების რეგულირების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების ღონისძიებათა განხორციელებისათვის; კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებულებთან – გუბერნატორებთან და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობების კოორდინაცია; რეგიონული მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების სფეროში უცხო სახელმწიფოთა გამოცდილების შესწავლა და მათი დანერგვის თაობაზე წინადადებების შემუშავება; წინადადებების შემუშავება რეგიონული პოლიტიკის სრულყოფის, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების, საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობის, გათანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის მეთოდოლოგიის სრულყოფის შესახებ; დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობა; მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;
ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი - საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა; მინისტრის საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადების კოორდინაცია; საზოგადოებასა და საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა ინფორმაციის მიწოდება საინფორმაციო საშუალებებისათვის; დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობა; მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;
თ) მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტი – სამხედრო სამსახურში გაწვევის სამუშაოთა კოორდინაცია; კომპეტენციის ფარგლებში, სამობილიზაციო ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა; სამხედრო ძალების სამობილიზაციო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა; სამხედრო სამსახურში გაწვევის გეგმების გაცნობა მუნიციპალიტეტების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის და მათი რეალიზაციის გრაფიკის დადგენა; „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე, მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, სამინისტროს მიერ სახელმწიფო დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელების ხელშეწყობა და შესაბამისი წინადადებების შემუშავება; დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროში, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობა; საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება; მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;
ი) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის დეპარტამენტი – სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე პარტნიორ ორგანიზაციებთან, უცხო სახელმწიფოების ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის წარმოება, თანამშრომლობა და მათთან ურთიერთობის კოორდინაცია; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმებისა და წერილების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და წინადადებების მომზადება; სამინისტროსა და პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის მიმდინარე პროექტების კოორდინაცია, განხორციელებული სამუშაოს ანალიზი და ანგარიშების მომზადება; საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, წინადადებების შემუშავება, ხელმძღვანელობისათვის შეთავაზება და მხარეებს შორის განხილვა; სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, ინფორმაციის მოპოვება, შესწავლა და ანალიზი; სამინისტროს თანამშრომელთა უცხოეთში ვიზიტების ორგანიზების უზრუნველყოფა; დელეგაციათა ვიზიტების მომზადება-გამართვა, პროტოკოლური უზრუნველყოფა და შესაბამის ღონისძიებათა საქართველოში მოწყობის ორგანიზება; დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობა; მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;
კ) ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტი - სამინისტროს კომპეტენციის შესაბამისად, საავტომობილო გზების ქსელის, წყალმომარაგების სექტორის, ნაგავსაყრელი ინფრასტრუქტურის მშენებლობის, მოვლა-შენახვის, მყარი ნარჩენების უტილიზაციისა და სამინისტროს უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია-განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია; საავტომობილო გზების, წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების მართვის სექტორის ინფრასტრუქტურული ობიექტების განვითარების საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების, პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობა; საავტომობილო გზების, წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების სფეროებში, აგრეთვე, სხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან მიმართებაში საერთაშორისო დახმარებისა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში; საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სტრუქტურებთან თანამშრომლობა, კომპეტენციის ფარგლებში; საგზაო, წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების მართვის სფეროში უსაფრთხოების საერთო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების სფეროებში საერთაშორისო შეთანხმებათა პროექტების შემუშავება და მოლაპარაკებებში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო საქმიანობის შესახებ სათანადო წინადადებების მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში, მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება და მათი რეალიზაციის მონიტორინგის განხორციელება, სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების რეალიზაციის ეფექტიანობის ანალიზი და გადაწყვეტილებათა მისაღებად სათანადო წინადადებების მომზადება ეკონომიკურ დეპარტამენტთან ერთად; კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებულებთან – გუბერნატორებთან და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობების კოორდინაცია; დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობა; მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;
ლ) ეკონომიკური დეპარტამენტი – სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა, სამინისტროში საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების, სამინისტროს საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვის უზრუნველყოფა; სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია; კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შედგენის მეთოდური რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა; პროგრამებისა და პროექტების რეალიზაციის ეფექტიანობის ანალიზი და გადაწყვეტილებათა მისაღებად სათანადო წინადადებების მომზადება; თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის მიერ საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობის, გათანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და მისი განაწილების შესახებ მომზადებული საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების ანალიზი და გადაწყვეტილებათა მისაღებად წინადადებების მომზადება; ტერიტორიულ ჭრილში საბიუჯეტო პროცესის რეგულირების საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ბიზნესგეგმების პროექტების განხილვის, დამტკიცების, კორექტირების მიზნით შექმნილი შესაბამისი კომისიისათვის წარსადგენად, სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების ბიზნესგეგმების პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება; ფაქტობრივად მიღებული მოგების განაწილების თაობაზე სამინისტროს მართვაში არსებულ სუბიექტებიდან შესული წინადადებების, სამინისტროს მართვაში არსებულ სუბიექტებში ინვესტიციების დაბანდების, მათ მიერ სესხებისა და კრედიტების აღების თაობაზე საკითხების განხილვა და სათანადო ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება; სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების საშტატო განრიგის და შრომის ანაზღაურების განხილვა და წინადადებების მომზადება; მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერის, რეალიზაციის, სარგებლობის უფლებით გადაცემისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმებით განკარგვის საკითხების განხილვა და წინადადებების მომზადება; მინისტრის დავალებით, სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების საფინანსო საქმიანობის კონტროლის ღონისძიებათა განხორციელება; დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობა; მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს.“.
|