ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების)განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის), ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.12.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20-106
სარეგისტრაციო კოდი 040110000.35.101.016107
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების გასხვისების და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების)განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის), ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20-106
2014 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების)განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის), ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“
საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „
ბ“
ქვეპუნქტის,
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის
შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს:
1.
დამტკიცდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის), ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი, დანართი 1-ის თანახმად.
2.
დამტკიცდეს ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტისფორმა, დანართი 2-ის თანახმად.
3.
დამტკიცდეს ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა, დანართი 3-ის თანახმად.
4.
დამტკიცდეს ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის ფორმა, დანართი 4-ის თანახმად.
5.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „
ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის), ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესების დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მთავრობის
2011 წლის
16 თებერვლის
№03.33.102 დადგენილება.
6.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი
დანართი 1
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის
მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების)განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის), ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
მუხლი 1🔗.
ძირითადი საშუალებების განკარგვის ფორმები
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის
მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (შემდგომში - იურიდიული პირი) ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება ამ პირის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.
2. იურიდიული პირის ქონების განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის) მიმართ გამოიყენება ეს წესი, თუკი მისი სადამფუძნებლო აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3.ქონების მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
ა) ბალანსიდან ჩამოწერა;
ბ) რეალიზება.
4. იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია:
ა) იჯარით;
ბ) ქირავნობით;
გ) უზუფრუქტით;
დ) თხოვებით.
5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის
მთავრობასთან შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სხვა ფორმებიც.
მუხლი 2🔗.
იურიდიული პირისთვის დამფუძნებლის მიერ ქონების გადაცემა
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია მის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ქონებაში განახორციელოს შენატანები ნებისმიერი ქონების, მათ შორის, ფულადი სახსრების სახით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით.
მუხლი 3🔗.
ინვენტარიზაციის ჩატარება
იურიდიულ პირში ინვენტარიზაცია ტარდება „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1996 წლის 1 აგვისტოს №12-03 ბრძანებით დამტკიცებული დებულებისადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის №605 ბრძანებით დამტკიცებული„საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის” თანახმად.
მუხლი 4🔗.
საინვენტარიზაციო კომისია
1. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში– კომისია) იქმნება იურიდიული პირის ხელმძღვანელის შესაბამისი აქტის საფუძველზე.
2. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს იურიდიული პირის ხელმძღვანელი.
3. სავალდებულო ინვენტარიზაციის ჩატარების დროს საინვენტარიზაციო კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 წევრისაგან, მათ შორის, თავმჯდომარისგან.
4. საჭიროების შემთხვევაში იურიდიული პირის ხელმძღვანელმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოიწვიოს დარგის სხვა სპეციალისტებიც. მოწვეული სპეციალისტები არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
5. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
6. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობისას ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას.
მუხლი 5🔗.
ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
კომისია იურიდიული პირის ხელმძღვანელს წარუდგენს ჩამოსაწერი ქონების ნუსხას, ასევე ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებისა და საჭიროების შემთხვევაში– ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის შევსებულ ფორმებს, ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე.
მუხლი 6🔗.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის წესი
1.იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის საკითხს წყვეტს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოსთან (შემდგომში - სააგენტო
) შეთანხმებით.
2.სააგენტო თანხმობას გასცემს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იური
დიული პირის ხელმძღვანელის მომართვის საფუძველზე. მომართვას თან უნდა ერთვ
ოდეს აუდიტის დასკვნა და კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტები.
3.აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა.
4.საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელ ორგანოს (ხელმძღვანელს) უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტი.
5.იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს, რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 2000 (ორი ათასი) ლარს კალენდარული წლის განმავლობაში, წყვეტს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი შეთანხმების გარეშე.
6.ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებელია იურიდიული პირის ხელმძღვანელი.
7.ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7🔗.
ძირითადი საშუალებების რეალიზება
1. ძირითადი საშუალებების რეალიზება ხდება იურიდიული პირის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის
მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე,
საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ამ წესის შესაბამისად.
2. ძირითადი საშუალებების რეალიზება ხორციელდება აუქციონის ფორმით (აუქციონი პირობებით).
3. ძირითადი საშუალებების პირდაპირი განკარგვის ფორმით რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის
მთავრობა,
სააგენტოს მიმართვის საფუძველზე.
4. იურიდიული პირის ხელმძღვანელობა ვალდებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის
მთავრობას შესათანხმებლად წარუდგინოს აუქციონის პირობები და საწყისი ფასი, სააგენტოს მიერ დადგენილ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად.
5. ქონების ღირებულების განსაზღვრა ხდება შესაბამისი აუდიტორის დასკვნის საფუძველზე.
6. ძირითადი საშუალებების რეალიზებიდან მიღებული თანხა (გარდა ბეს თანხისა) ირიცხება იურიდიული პირის ანგარიშზე.
7. ძირითადი საშუალებების რეალიზების შედეგად მიღებული თანხის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იურიდიული პირის ხელმძღვანელი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის
მთავრობასთან შეთანხმებით.
მუხლი 8🔗.
ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების განადგურება
1. ძირითადი საშუალებების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, იურიდიული პირის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურების პროცესს ესწრებიან შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ ჩამოწერის კომისიის შემადგენლობიდან განსაზღვრული პირები.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი იურიდიული პირი, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება.
4. ქონების განადგურება უნდა მოხდეს ნაგავსაყრელ პოლიგონზე.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს პირები, რომლებ
იც ესწრებიან განადგურების პროცესს.
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი იურიდიული პირის მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია იურიდიული პირის ხელმძღვანელი.
მუხლი 9🔗.
ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში (იჯარით, ქირავნობით, სასყიდლიანი უზუფრუქტით, თხოვებით და სხვ.) გაცემა
1. უძრავი ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში (იჯარით, ქირავნობით ან სასყიდლიანი უზუფრუქტით და სხვ.) გაცემა ხორციელდება იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიმართვით,
სააგენტოს მიერ,
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის
მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება აუქციონის (აუქციონი პირობებით) ფორმით.
3. ძირითადი საშუალებების პირდაპირი განკარგვის ფორმით დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის
მთავრობა.
4. იურიდიული პირის ხელმძღვანელობა ვალდებულია სააგენტოს მიერ დადგენილ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად სააგენტოს წარუდგინოს აუქციონის პირობები და საწყისი ფასი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის
მთავრობასთან შესათანხმებლად.
5. ძირითადი საშუალებების დროებით უსასყიდლო სარგებლობაში (თხოვება, უსასყიდლო უზუფრუქტი) გაცემა ხორციელდება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის
მთავრობის დავალების საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით. იურიდიული პირის ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებები შეიძლება გადაეცეს სახელმწიფოს და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს, სხვა მუნიციპალიტეტებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს და მუნიციპალიტეტის 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებს.
აღნიშნული ხორციელდება იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის
მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე.
6.
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მისთვის გადაცემული ქონება უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით გადასცეს თავის დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს/პირებს.
7
. იურიდიული პირის ხელმძღვანელობა ვალდებულია სააგენტოს წლიურ შედეგებთან ერთად ან/და მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის შედეგებისა და გადაცემული ქონების მდგომარეობის შესახებ.
მუხლი 10🔗.
აუქციონი (აუქციონი პირობებით)
1. აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის მიზანია საკუთრების ან დროებით სარგებლობის უფლება გადაეცეს მყიდველს ან იმ პირს სარგებლობაში, რომელიც ვაჭრობის პროცესში იურიდიულ პირს (გამყიდველს) ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
2. პირობებით გამოცხადებული აუქციონის მიზანია საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, ან ქონება გადაეცეს სარგებლობაში იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში იურიდიულ პირს (გამყიდველს) ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
3. აუქციონის (აუქციონი პირობებით) ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.
4. აუქციონში (აუქციონი პირობებით) მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
მუხლი 11🔗.
აუქციონის (აუქციონი პირობებით) ორგანიზება, ჩატარება და შედეგების გაფორმება
1.აუქციონის ორგანიზებას, ჩატარებას და შედეგების გაფორმებას უზრუნველყოფსსააგენტო იურიდიული პირის ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულიმიმართვისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
2.აუქციონის ორგანიზების, ჩატარებისა და შედეგების გაფორმებისთვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-74 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განმსაზღვრელი წესით“.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საზღაურის გადახდა ხორციელდება აუქციონის ჩატარების შემთხვევაში, ასევე ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4. სააგენტო აუქციონის (აუქციონი პირობებით) ორგანიზებას, ჩატარებას და შედეგების გაფორმებას უზრუნველყოფს ამ წესისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-72 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისწესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-78 დადგენილების იმ დებულებებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება წინამდებარე წესს.
5. აუქციონში მონაწილეები ბეს იხდიან აუქციონატორის ანგარიშზე, რომელიც განისაზღვრება აუქციონის ორგანიზების, ჩატარებისა და შედეგების გაფორმებისათვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობით. აუქციონატორი უფლებამოსილია აუქციონის ჩატარებისთანავე გამარჯვებულის მიერ ბეს სახით გადახდილი თანხა განკარგოს შეხედულებისამებრ.
6. ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-72 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის“ მე-8 მუხლით და მე-11 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუქციონატორის მიერ აუქციონის ჩატარების მომსახურება გაწეულად ითვლება.
7.ქონების საკუთრების უფლებით გადაცემის აუქციონის დასრულების შემდეგ დგება ოქმი აუქციონში გამარჯვების შესახებ, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციულ დაპირებას. აუქციონში გამარჯვებული ქონების საფასურს იხდის შესაბამისი იურიდიული პირის ანგარიშზე. შესაბამისი საკუთრების მოწმობის გაცემით სრულად შესრულებულად ითვლება სააგენტოს მიერ აუქციონის ორგანიზების, ჩატარებისა და გაფორმების მომსახურება. ამ მუხლის შესაბამისად ჩატარებული აუქციონის შემთხვევაში არ გამოიყენება ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-72 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის“ 23-ე მუხლით და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-74 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განმსაზღვრელი წესით“ დადგენილი დებულება განვადების მომსახურების საფასურის თაობაზე.
8. აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში აუქციონატორი აუქციონის ჩატარებისთანავე გამოსცემს აქტს (მათ შორის, ელექტრონული ფორმით), რომლის საფუძველზე 30 კალენდარული დღის ვადაში ფორმდება ხელშეკრულება. ოქმი და ხელშეკრულება წარმოადგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში უფლების რეგისტრაციის საფუძველს. აქტითა და ხელშეკრულებით განისაზღვრება ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობები. ელექტრონული აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ აქტი წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს ბრძანების გამომცემის ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე, თუ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა დოკუმენტის ნამდვილობა გადაამოწმოს აუქციონატორის საიტის მეშვეობით.
9. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია 1 თვის ვადაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლების რეგისტრაცია შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში. აღნიშნული პირობა ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის ერთ-ერთი ძირითადი პირობაა, რაც უნდა მიეთითოს დროებით სარგებლობაში გადაცემისას სააუქციონო პირობებსა და ხელშეკრულებაში, რომლის შეუსრულებლობაც აუქციონის შედეგების გაუქმების საფუძველია. აქტის გამოცემით სააგენტოს მიერ აუქციონის ორგანიზების, ჩატარებისა და გაფორმების მომსახურება სრულად შესრულებულად ითვლება.
10.აუქციონის შედეგების გაფორმებასა და შემდგომი რეგისტრაციის ხარჯების გაღებას უზრუნველყოფს მყიდველი/მოსარგებლე.
11. აუქციონის შედეგების გაფორმებისას სააგენტო მოქმედებს როგორც მესაკუთრის ქონების გასხვისებისათვის უფლებამოსილი წარმომადგენელი.
12. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საბოლოო/სრული თანხისა და მომსახურების საფასურის გადახდის ან/და სხვა სააუქციონო პირობების შესრულების საფუძველზე ანდა ოქმით გათვალისწინებული პირობით აუქციონატორი გასცემს საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას, რაც გამარჯვებულისთვის შეძენილი ქონების სათანადო რეგისტრაციის ან/და შემდგომი განკარგვის შესაძლებლობას იძლევა.
მუხლი 12🔗.
იურიდიული პირის ბიუჯეტი
იურიდიული პირის ხელმძღვანელობა ვალდებულია მიმდინარე წლის დასრულებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 1 დეკემბრისა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის
მთავრობას ან მის მიერ უფლებამოსილ პირს წარუდგინოს მომავალი წლის სავარაუდო ბიუჯეტი და საპროგნოზო მაჩვენებლები.
მუხლი 13🔗.
სხვა დებულებები
აუქციონის შედეგებთან დაკავშირებით სადავო, ან/და აუქციონის შედეგად დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.