📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ

მიღების თარიღი 30.12.2014
ძალაში შესვლა 01.01.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20-90
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.101.016108
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 955 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2014 მიღება
01.01.2015 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
20 16
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
სათიბები საძოვრები
დასახელება განაკვეთი (ლარი/ჰა)
1. თბილისი (გარდა თბილისის დასახლებებისა (სოფლებისა)) 100
ზონა
3. მთაწმინდის რაიონის „კიკეთი, კოჯორი“ და „წავკისი, შინდისი, ტაბახმელას“  უბნები
4. ვაკის რაიონის „ვაკე, ბაგების“ უბანი
5. ვაკის რაიონის „ნუცუბიძის მიკრორაიონები“ და „ვაჟა-ფშაველას კვარტლების“ უბნები
6. ვაკის რაიონის „წყნეთის“ უბანი
7. საბურთალოს რაიონის „დიღომი, ვაშლიჯვარის“ უბანი
8. საბურთალოს რაიონის „ვეძისი, ყაზბეგი, გოთუა, საბურთალო“ და „კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანის“ უბნები
9. დიდუბის რაიონი
10. ჩუღურეთის რაიონის „ზემო ჩუღურეთის“ უბანი
11. ჩუღურეთის რაიონის „ქვემო ჩუღურეთის“ უბანი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 02.05.2018 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 27.03.2024 ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 06.08.2015 ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 25.02.2026 თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი(ქონების)გადასახადის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 18.01.2018

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20-90 2014 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 93-ე მუხლის პირველი პუნქტის; საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს ადგილობრივი გადასახადი – ქონების გადასახადი. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასაბეგრი ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს: ა) რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს; ბ) არარეზიდენტი საწარმოსთვის – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების - მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და (მათ შორის, იჯარით, ქირით, უზუფრუქტით, ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების) საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს. გ) სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისთვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,6 პროცენტს; დ) ფიზიკური პირისთვის: საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობის, შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილის), იახტების (კატარღების) თვითმფრინავების, შვეულმფრენების; არარეზიდენტისგან ლიზინგით მიღებული ქონების; ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების და მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების; პირის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებული გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებული ქონების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი ხელშეკრულების საფუძველზე) – დასაბეგრი ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოდენობა დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და შეადგენს: დ.ა) 100000 (ასი ათასი) ლარამდე შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2%-ს; დ.ბ) 100000 (ასი ათასი) ლარი და/ან მეტი შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 %-ს. 3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი მიწის ერთ ჰექტარზე განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად. 4. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგნაირად: გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი მრავლდება შესაბამის ტერიტორიულ კოეფიციენტზე, ამასთან: ა) გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი განისაზღვროს ერთ კვადრატულ მეტრზე 0,24 ლარის ოდენობით; ბ) კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის წლიური განაკვეთის დადგენისას, ამ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა განისაზღვრება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების - რაიონების საზღვრების დადგენის და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბერის  №16-41 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების -რაიონების ადმინისტრაციული საზღვრების აღწერის“ და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადმინისტრაციული ერთეულების - რაიონების ტერიტორიულ ერთეულებად – უბნებად დაყოფის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბერის №16-35 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების - რაიონების ტერიტორიული ერთეულების-უბნების საზღვრების აღწერის“ საფუძველზე; გ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის, ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ტერიტორიული კოეფიციენტი და  გადასახადის წლიური განაკვეთი მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე განისაზღვრება №2 დანართის შესაბამისად. 5. ქონების გადასახადისგან თავისუფლდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე: ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი); ბ) საცხოვრებელ სახლებზე (გარდა მრავალბინიანი სახლებისა) მიმაგრებული მიწის ნაკვეთის სრული ფართობი; გ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთის სრული ფართობი (გარდა იმ ავტოფარეხებისა, რომლებიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის). 6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ უზრუნველყოს ქონების გადასახადის დაბეგვრის მიზნებისათვის შესაბამისი ინფორმაციის დადგენილი წესით წარდგენა.  7. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №1-9 გადაწყვეტილება; 8. დადგენილება ძალაშია ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი დანართი №1  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში ა) სათიბების და საძოვრებისთვის (ბუნებრივი და გაკულტურებული): განაკვეთი (ლარი/ჰა) სათიბები საძოვრები 20 16 ბ) სახნავისთვის (მათ შორის: მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსთვის: დასახელება განაკვეთი (ლარი/ჰა) 1. თბილისი (გარდა თბილისის დასახლებებისა (სოფლებისა)) 100 2. თბილისის დასახლებები (სოფლები): წავკისი, კოჯორი, ტაბახმელა, შინდისი, დიდება, კვესეთი, სამადლო, კიკეთი, ნასაგურალი, ახალდაბა, დიდი ლილო, ვარკეთილი 95 3. თბილისის დასახლებები (სოფლები): დიღომი, მშრალხევი, დაბა ზაჰესი, გლდანი, დიდგორი, ზურგოვანა, თელოვანა, ძველი ვეძისი, აგარაკი, თხინვალი, სოფელ გლდანიდან ავჭალის დასახლებამდე – საბაღე ნაკვეთები, გიორგიწმინდა – საბაღე ნაკვეთები, მუხიანის მიმდებარე საბაღე ნაკვეთები, ხევძმარის მიმდებარე „ავშიანის“ დასახლება, ლოტკინის დასახლება – სანერგე მეურნეობა, რესის მიმდებარე დასახლება, თბილისის ზღვის არსებული დასახლება 82                                                                                                                                                დანართი №2 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ტერიტორიული კოეფიციენტი და  გადასახადის წლიური განაკვეთი მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე (ლარებში) № ზონა ტერიტორიული კოეფიციენტი 1 კვ.მ მიწის  წლიური განაკვეთი 1. მთაწმინდის რაიონის „ვერა“ და „მთაწმინდა, სოლოლაკის“ უბნები გარდა „მთაწმინდა, სოლოლაკის“ უბნის საზღვრებში მოქცეული იმ ტერიტორიისა, რომელიც „იწყება კოჯრის გზატკეცილიდან, გასდევს კოჯრის გზატკეცილის ღერძულა ხაზს ოქროყანის განაშენიანების ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვრამდე, შემოუვლის ოქროყანის დასახლებას მთაწმინდის პარკის საკადასტრო ერთეულის საზღვრის გადაკვეთამდე, მიუყვება მთაწმინდის პარკის საკადასტრო ერთეულის საზღვარს 850,0მ. ნიშნულის იზოჰიფსის გადაკვეთამდე და მიჰყვება აღნიშნულ ჰორიზონტალს “თბილისის  ძველ ადმინისტრაციულ საზღვრამდე”. შემდეგ უხვევს მარცხნივ და მიუყვება ,,მთაწმინდა, სოლოლაკის" უბნის საზღვარს საწყის წერტილამდე 1.5 0.36 2. „მთაწმინდა, სოლოლაკის“ უბნის საზღვრებში მოქცეული ტერიტორია, რომელიც „იწყება კოჯრის გზატკეცილიდან, გასდევს კოჯრის გზატკეცილის ღერძულა ხაზს ოქროყანის განაშენიანების ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვრამდე, შემოუვლის ოქროყანის დასახლებას მთაწმინდის პარკის საკადასტრო ერთეულის საზღვრის გადაკვეთამდე, მიუყვება მთაწმინდის პარკის საკადასტრო ერთეულის საზღვარს 850,0მ. ნიშნულის იზოჰიფსის გადაკვეთამდე და მიჰყვება აღნიშნულ ჰორიზონტალს “თბილისის  ძველ ადმინისტრაციულ საზღვრამდე”. შემდეგ უხვევს მარცხნივ და მიუყვება ,,მთაწმინდა, სოლოლაკის" უბნის საზღვარს საწყის წერტილამდე“ 1.0 0.24 3. მთაწმინდის რაიონის „კიკეთი, კოჯორი“ და „წავკისი, შინდისი, ტაბახმელას“  უბნები 1.0 0.24 4. ვაკის რაიონის „ვაკე, ბაგების“ უბანი 1.5 0.36 5. ვაკის რაიონის „ნუცუბიძის მიკრორაიონები“ და „ვაჟა-ფშაველას კვარტლების“ უბნები 1.3 0.31 6. ვაკის რაიონის „წყნეთის“ უბანი 1.0 0.24 7. საბურთალოს რაიონის „დიღომი, ვაშლიჯვარის“ უბანი 1.15 0.28 8. საბურთალოს რაიონის „ვეძისი, ყაზბეგი, გოთუა, საბურთალო“ და „კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანის“ უბნები 1.3 0.31 9. დიდუბის რაიონი 1.3 0.31 10. ჩუღურეთის რაიონის „ზემო ჩუღურეთის“ უბანი 1.1 0.26 11. ჩუღურეთის რაიონის „ქვემო ჩუღურეთის“ უბანი 1.5 0.36 12. ნაძალადევის რაიონი 1.1 0.26 13. გლდანის რაიონი 1.1 0.26 14. სამგორის რაიონი 1.1 0.26 15. ისნის რაიონი 1.2 0.29 16. კრწანისის რაიონი 1.2 0.29 შენიშვნა: წლიური განაკვეთის ოდენობა მრგვალდება მეასედამდე.