ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიებზე სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე

მიღების თარიღი 30.12.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20-98
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.101.016094
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/01/2015
matsne.gov.ge 195 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 02.12.2014 დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 06.02.2015 დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის ოდენობის დადგენის, მოსაკრებლისაგან განთავისუფლების ან შეღავათის დაწესების და მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 26.06.2024 თელავის მუნიციპალტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის №34 დადგენილების „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 28.06.2018 მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 27.12.2021

დოკუმენტის ტექსტი

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიებზე სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20-98 2014 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიებზე სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის  ,,ლ“ ქვეპუნქტის და საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის” კოდექსის 46-ე  მუხლის, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. წინამდებარე დადგენილების  დანართი 1-ით  განსაზღვრულ ზონაში, სამშენებლო  სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის, პასუხისმგებლობის ზომად განისაზღვროს ჯარიმა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე  შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის, არსებული  სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი (სადემონტაჟო) შენობა-ნაგებობის  საერთო ფართობის  თითოეულ კვადრატულ მეტრზე – 0,5 ლარის ოდენობით.  2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქ. თბილისის ცალკეულ ტერიტორიებზე სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 24 აგვისტოს №23.06.942 დადგენილება. 3. ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 24 აგვისტოს  №23.06.942  დადგენილების საფუძველზე დაწყებულ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებებზე გავრცელდეს ამ დადგენილების მოქმედება და დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებები დასრულდეს    ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.   4. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი