ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.12.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20-109
სარეგისტრაციო კოდი 010320010.35.101.016103
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/01/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი
- საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება 17.09.2013
- საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის სტანდარტისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება 19.09.2013
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის, და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუშის და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნების წესის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესისა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუშის დამტკიცების თაობაზე ახალგორის მუნიციპალიტეტში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20-109
2014 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი №1 დანართის შესაბამისად.
2.
დამტკიცდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი №2 დანართის შესაბამისად.
3.
დამტკიცდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი N3 დანართის შესაბამისად.
4.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 17 სექტემბრის №14-45 გადაწყვეტილება;
ბ) „საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის სტანდარტისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №30.13.1513 დადგენილება.
5.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი
დანართი №1
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი
1.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი (შემდეგში - წესი) განსაზღვრავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (შემდგომში - საკრებულო) არსებული საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის საკრებულოს ელექტრონულ რესურსზე (საკრებულოს ვებგვერდზე) განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს.
2.
ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე.
3.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მიზნით, პასუხისმგებელი პირისთვის ინფორმაციის ზუსტი და დროული მიწოდება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მიერ.
4.
საკრებულოს ვებგვერდის მისამართია: www.sakrebulo.ge.
5.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მიზნით, პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს ინფორმაციის ვებგვერდზე დროულად განთავსებას და პერიოდულ განახლებას.
6.
საკრებულოს ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ საჯარო ინფორმაციას განეკუთვნება:
ა) საკრებულოს სტრუქტურა და ფუნქციები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის, მოადგილეების, წევრების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
გ) ინფორმაცია საკრებულოს ფრაქციების და კომისიების შემადგენლობის შესახებ (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
დ) საკრებულოს აპარატის სტრუქტურა და ფუნქციები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ე) საკრებულოს აპარატის უფროსის, აპარატის უფროსის მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ვ) საკრებულოს აპარატში დასაქმებულ პირთა სახელი, გვარი, დაკავებული თანამდებობა, სტრუქტურული ერთეულების მითითებით (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ზ) საკრებულოს რეგლამენტი, საკრებულოს აპარატის დებულება, საკრებულოს კომისიების დებულებები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
თ) საკრებულოს მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი, აპარატის სტრუქტურული ერთეულების ტელეფონის ნომრები, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ი) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონის ნომერი (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
კ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად, საკრებულოს აპარატში შემოსული განცხადებების და მათზე გაცემული პასუხების შესახებ ზოგადი სტატისტიკა (ქვეყნდება კვარტალურად);
ლ) ინფორმაცია საკრებულოს აპარატში გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
მ) ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს საკრებულოს აპარატში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესებს (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ნ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა (ქვეყნდება კვარტალურად);
ო) საკრებულოს ნორმატიული აქტები და ასევე ის ინდივიდუალური აქტები, რომლებიც არ შეიცავს სახელმწიფო ან/და კომერციულ საიდუმლოებას ან სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს მიკუთვნებულ ინფორმაციას. (ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში)
პ) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 27-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია.
შენიშვნა: კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში.
დანართი №2
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი
1.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს საკრებულოს აპარატში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესს და ფორმას.
2.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საკრებულოს ვებგვერდზე წერილობითი განცხადების წარდგენის გზით (www.sakrebulo.ge).
3.
მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე გაგზავნის მეშვეობით ან მისივე მოთხოვნით კომპაქტურ დისკზე ჩაწერით.
4.
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით დადგენილი ვადები.
5.
თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, საკრებულოს აპარატი, დაინტერესებული პირის თანხმობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ინფორმაციის კომპაქტურ დისკზე ჩაწერას და გაცემას საქართველოს კანონით „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ განსაზღვრული ოდენობით მოსაკრებლის გადახდის შემდეგ.
დანართი №3
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონულად მოთხოვნის წესი
მუხლი 1🔗
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის (შემდგომში - ინფორმაცია) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - მერია) ვებგვერდზე გამოქვეყნების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე.
3. წესი არეგულირებს მერიის ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულისთვის ინფორმაციის ზუსტ და დროულ მიწოდებას ვებგვერდზე პროაქტიულად განთავსების მიზნით.
4. მერიის ვებგვერდის მისამართია: www.Tbilisi.gov.ge;
მუხლი 2🔗
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახურები, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულები - საქალაქო სამსახურები და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონული გამგეობების სტრუქტურული ერთეულები ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებს დამუშავებული სახით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით აწვდიან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც ეცნობა მათ და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ აქვეყნებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.Tbilisi.gov.ge
მუხლი 3🔗
მერიის ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ საჯარო ინფორმაციას განეკუთვნება:
ა) მერიის სტრუქტურა და ფუნქციები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ბ) მერის, მერის პირველი მოადგილის, მოადგილეების, მთავრობის წევრების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
გ) მერიის ადმინისტრაციის სტრუქტურა და ფუნქციები. (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
დ) მერიის ადმინისტრაციის უფროსის, უფროსის მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ე) მერიის სისტემაში დასაქმებულ პირთა სახელი, გვარი, დაკავებული თანამდებობა, სტრუქტურული ერთეულების მითითებით (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის რეგლამენტი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ადმინისტრაციის, სტრუქტურული ერთეულების - საქალაქო სამსახურების დებულებები და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონული გამგეობების და მათი სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულებები, ასევე მერიის სისტემის ორგანოების საქმიანობის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები. (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ზ) მერიის მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი, მერიის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ტელეფონის ნომრები, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
თ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონის ნომერი (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ი) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად, მერიის ადმინისტრაციაში შემოსული განცხადებების და მათზე გაცემული პასუხების შესახებ ზოგადი სტატისტიკა (ქვეყნდება კვარტალურად);
კ) ინფორმაცია მერიის სისტემაში გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ლ) მერიის ინდივიდუალური აქტები, რომლებიც არ შეიცავს სახელმწიფო ან/და კომერციულ საიდუმლოებას ან სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს მიკუთვნებულ ინფორმაციას. (ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში)
მ) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 27-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია.
შენიშვნა: კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში.
მუხლი 4🔗
1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნა შესაძლებელია foi@tbilisi.gov.ge მისამართზე შესაბამისი მოთხოვნის გაგზავნით.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მერიის ვებგვერდზე წერილობითი განცხადების წარდგენის გზით.
3. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე გაგზავნის მეშვეობით ან მისივე მოთხოვნით კომპაქტურ დისკზე ჩაწერით.
4. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით დადგენილი ვადები.
5. თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი, დაინტერესებული პირის თანხმობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ინფორმაციის კომპაქტურ დისკზე ჩაწერას და გაცემას საქართველოს კანონით „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ განსაზღვრული ოდენობით მოსაკრებლის გადახდის შემდეგ.