ქალაქ თბილისის საკრებულოს, ქალაქ თბილისის მერიისა და ქალაქ თბილისის მთავრობის ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

მიღების თარიღი 30.12.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20-113
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.016096
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/01/2015
matsne.gov.ge 457 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს N19 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 05.01.2015 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 28.09.2018 ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულის თბილისის ქუჩისთვის ტარიელ გელანტიას სახელის მინიჭების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 23.10.2025 ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული ზოგიერთი ნორმატიული აქტების (დადგენილებების) ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 29.06.2018 ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 01.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის საკრებულოს, ქალაქ თბილისის მერიისა და ქალაქ თბილისის მთავრობის ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20-113 2014 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის საკრებულოს, ქალაქ თბილისის მერიისა და ქალაქ თბილისის მთავრობის ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: ძალადაკარულად გამოცხადდეს ქალაქ თბილისის საკრებულოს, ქალაქ თბილისის მერიისა და ქალაქ თბილისის მთავრობის შემდეგი ნორმატიულ-სამართლებრივი აქტები: 1. ა) ,,ქ. თბილისში გამწვანებული ტერიტორიებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებაზე კონტროლისა და ზარალის ანაზღაურების წესის გამკაცრების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2002 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება №6-4;  ბ) ,,ქ. თბილისის მერის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2006 წლის 24 თებერვლის  გადაწყვეტილება №3-13;  გ) ,,ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს  №9-62  გადაწყვეტილება; დ) ,,ქ.თბილისის საზოგადო მოღვაწეთა საბურთალოს პანთეონში დაკრძალვის წესის შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2000 წლის  1 მარტის  გადაწყვეტილება №3-9;   ე) ,,ქ. თბილისში ადგილობრივი სატენდერო მოსაკრებლის      შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის თაობაზე“  ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება  №3-30;  ვ) ,,საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვისა  და ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის გაერთიანებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2009 წლის 15 იანვრის ბრძანება №10; ზ) ,,ქალაქ თბილისში სოციალური საცხოვრისის საკითხთა შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №45;  თ),,ქალაქ თბილისის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2009 წლის 18 ივნისის  ბრძანება №32; ი) ,,ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2012 წლის 5 ოქტომბრის  დადგენილება №25.11.957; კ) ,,ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №35.13.1465; ლ) ,,M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 26 ნოემბრის  დადგენილება №29.01.1433;  მ) ,,ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” დამატებითი ეტაპის გამოცხადებისა და მისი განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 15 აპრილის დადგენილება №08.38.321; ნ) ,,ქ. თბილისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დამტკიცების  შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2009 წლის 24 თებერვლის დადგენილება  №05.10.119; ო) ,,ქ. თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას ჩამორთმეული სამართალდარღვევის საგნების (საქონლის) განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ  თბილისის  მთავრობის 2011  წლის 11 ნოემბრის  დადგენილება №31.09.1265;   პ) „სადაზღვევო კომპანიების, ქალაქ თბილისის მერიის და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ქალაქ თბილისის მოსახლეობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების ასანაზღაურებელი ღირებულების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2012 წლის 4 იანვრის დადგენილება №01.01.01.  2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი