ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე
მიღების თარიღი 30.12.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20-91
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.101.016084
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
წალკის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე საჩხერის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20-91
2014 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 მუხლის, საქართველოს კანონის “სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ”, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების და მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს კანონის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის საფძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
შემოღებულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და დადგინდეს მისი განაკვეთები სახეობების მიხედვით შემდეგი ოდენობით:
ა ) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – 30 000 ლარი კვარტალში;
ბ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
გ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – 60 000 ლარი კვარტალში;
დ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშის თითოეულ სალაროზე - 15 000 ლარი კვარტალში;
ე) თითოეულ სათამაშო აპარატზე – 3 000 ლარი კვარტალში;
ვ) თითოეული კლუბის მაგიდაზე – 10 000 ლარი კვარტალში.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. თბილისში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის №1-3 გადაწყვეწტილება.
3.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი