ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.03.2017 ბოლო ცვლილება 27.06.2024
ნომერი
№09
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.133.016204
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №09

2017 წლის 23 მარტი

ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების და მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს კანონის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ და საქართველოს კანონის „ნორმატიული  აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის საფუძველზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
შემოღებულ იქნეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და დადგინდეს მისი განაკვეთები სახეობების მიხედვით შემდეგი ოდენობით:

ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – 23 000 ლარი კვარტალში;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – 2 400 ლარი კვარტალში;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – 250 000 ლარი კვარტალში;

ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშის თითოეულ სალაროზე – 6 000 ლარი კვარტალში;

ვ) თითოეული კლუბის მაგიდაზე – 6 000 ლარი კვარტალში.

მუხლი 2
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ანგარიშგებისა და გადახდის წესი განისაზღვრება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 4 მაისის №4/7 დადგენილების (გაზეთი „აჭარა”, №74, 15.05.2007 წ., გვ. 13) პირველი პუნქტის „1.4“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტის „2.5“ ქვეპუნქტი.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ ბერიძე
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – 23 000 ლარი კვარტალში;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – 2 400 ლარი კვარტალში;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – 250 000 ლარი კვარტალში;

ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშის თითოეულ სალაროზე – 6 000 ლარი კვარტალში;

ვ) თითოეული კლუბის მაგიდაზე – 6 000 ლარი კვარტალში.

მუხლი 2

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ანგარიშგებისა და გადახდის წესი განისაზღვრება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით.

მუხლი 3🔗

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 4 მაისის №4/7 დადგენილების (გაზეთი „აჭარა”, №74, 15.05.2007 წ., გვ. 13) პირველი პუნქტის „1.4“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტის „2.5“ ქვეპუნქტი.

მუხლი 4🔗

დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ ბერიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.06.2024.
როდის იქნა მიღებული „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“?
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ მიღებულია 23.03.2017. მიმღები ორგანო — ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №09. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.133.016204.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 27.06.2024-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.06.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“, №09, 23.03.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.133.016204 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3616805/