📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებული სისტემის დანერგვის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M​2 და M​3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.12.2014
ძალაში შესვლა 01.01.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20-82
სარეგისტრაციო კოდი 300330000.35.101.016081
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 501 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2014 მიღება
01.01.2015 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 30.04.2015 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M3 კატეგორიის და M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 81% 27.03.2015 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 81% 29.01.2021 ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სატარიფო რეგულირების, მგზავრთა გადაყვანის მარშუტების და მოძრაობის განრიგის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 79% 02.12.2022 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 79% 25.06.2024

დოკუმენტის ტექსტი

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებული სისტემის დანერგვის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M​2 და M​3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20-82 2014 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M​2 და M​3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 75-ე მუხლის  „ე.გ“ და „ე.ვ“ ქვეპუნქტების, 165-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების,  „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M​2 და M​3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასი თითოეულ ავტობუსზე, კატეგორიების მიხედვით, ყოველთვიურად განისაზღვროს: ა)  M​2 კატეგორიისათვის - 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; ბ)  M​3 კატეგორიისათვის - 10 (ათი) ლარის ოდენობით. 2. დამტკიცდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M​2 და M​3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში  მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის თანდართული წესი. 3. ამ დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული წესის მოთხოვნები გავრცელდეს „ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M​2 და M​3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში  მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცებისა და ნებართვის გამცემის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №31.02.1434 დადგენილების შესაბამისად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M​2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (ლოტების მომსახურებაზე) ნებართვების მფლობელებზე. 4. დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას უზრუნველყოს  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M​2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (ლოტების მომსახურებაზე) ნებართვების მფლობელებთან დადებულ „ქ. თბილისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების შესახებ“ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანა ამ დადგენილების შესაბამისად. 5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №11-71 გადაწყვეტილება;  ბ) „ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M​2 და M​3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში  მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცებისა და ნებართვის გამცემის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №31.02.1434 დადგენილება; გ) „ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M​3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში  მონაწილეობისა და მასში გამარჯვებულის გამოვლენის კომისიის შემადგენლობისა და კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 2 დეკემბრის №32.02.1497 დადგენილება. 6. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი იანვრიდან.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი