ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.12.2014
ძალის დაკარგვა 06.03.2018
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №64
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016220
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე | ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 4 აქტით
- „ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 მაისის №12 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 22.03.2018
- ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 28.02.2018
- ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 28.02.2018
- ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის – შრომის,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 31.05.2017
დოკუმენტის ტექსტი
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №64
2014 წლის 31 დეკემბერი
ქ. ხონი
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის
დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ.“ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-6 ნაწილის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად ჩაითვალოს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №29 დადგენილება “ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე
დანართი №1
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
1. სამსახური არსებული კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის მობილიზაციისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას.
2. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
3. სამსახური ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.
4. სამსახურს აქვს შტამპი, დადგენილი ფორმის ბეჭედი და ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები.
5.სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ხონი, თავისუფლების მოედანი №6, ფაქტობრივი მისამართია: ქ. ხონი ბახტაძის ქ. №33
მუხლი 2🔗.
სამსახურის ამოცანები
სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) უზრუნველყოს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისათვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება;
ბ) უზრუნველყოს ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობა;
გ) გააკონტროლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულება;
დ) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზება;
ე) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა;
ვ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზება;
ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობანი.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახურის ფუნქციებია
ა) ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა;
ბ) 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა;
გ) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლი;
დ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება;
ე) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიის მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში წარდგენა;
ვ) სასწავლო დაწესებულების და ორგანიზაციის ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონისა და „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ“ დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;
ზ) ხალხისა და სატრანსპორტო რესურსის მობილიზაცია; სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო-სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება;
თ) თეორიული მეცადინეობის მოწყობა გაძლიერების აპარატთან და თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებული არიან სამხედო განყოფილებაზე მობილიზაციის დროს;
ი) მოქალაქეთა საჩივრების და განცხადებების განხილვა, შესაბამისი ზომების მიღება, მასში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტა;
კ) სამართალდაცვის ორგანოებისათვის მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებს.
მუხლი 4🔗.
სამსახურის მოვალეობანი სამსახურის მოვალეობები
ა) აწარმოოს მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა;
ბ) სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებში წესების დარღვევის ფაქტებზე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, მასალები გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს;
გ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამართოს თათბირები და განახორციელოს სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები;
დ) განხორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამისილებანი.
მუხლი 5🔗.
სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. სამსახურის საშტატო ნუსხას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
3. სამსახურის თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება განისაზღვრება ფუნქციონალური მოვალეობებით.
4. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებისათვის;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს მოხსენებით ბარათს ახალგაზრდობის სამხედრო სამსახურისათვის მომზადების, პირველადი სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურში გაწვევის და სხვადასხვა სამუშაოების შესრულების შესახებ;
გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებზე წარსადგენად ამზადებს მობილიზაციის, აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტებს;
დ) ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს:
დ.ა) სამობილიზაციო რესურსის სრულყოფილ და ხარისხიან აღრიცხვას;
დ.ბ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევას;
დ.გ) დადგენილი ფორმის ანგარიშების და მოხსენებების ხარისხიან და დროულ წარდგენას შესაბამის ორგანოებში;
დ.დ. სამხედრო განყოფილების სამობილიზაციო მზადყოფნას;
დ.ე) სახელმწიფო და კერძო სექტორის საწარმოების, დაწესებულებების მუშაკთა დაჯავშნის საკითხთა გადაწყვეტის შემოწმებას;
ე) დადგენილი წესით წარადგენს წინადადებებს სამსახურის საშტატო ნუსხისა და ხარჯთა ნუსხაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში;
ვ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში გასცემს ტექნიკურ რეკომენდაციებს, მითითებებს სახელმწიფო ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების იმ გადაწყვეტილებათა შესასრულებლად, რომელიც ეხება სამსახურის ფუნქციებს;
ზ) უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეუფერხებლად გამოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან მათი საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.
მუხლი 6🔗.
სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობანი
1. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:
ა) წარუდგინონ ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისთვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ მათი მუშაობისთვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობს შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
ა) აწარმოონ დადგენილი წესით სამობილიზაციო რესურსების აღრიცხვა, გაწვევა და ტექნიკის მიწოდება შეიარაღებულ ძალებში მშვიდობიანობისა და მობილიზაციის დროს იმ მოცულობითა და ვადებში, რომლებიც განსაზღვრულია დავალებით;
ბ) დროულად და ხარისხიანად შეადგინონ დადგენილი ფორმის ანგარიშები და მოხსენებები შესაბამის ორგანოებში წარსადგენად;
გ) მოაწყონ სამობილიზაციო შტაბები;
დ) შესრულონ სამსახურის უფროსის დავალებები სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
მუხლი 7🔗.
სამსახურის ქონება
სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონება წარმოადგენს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრებას.
მუხლი 8🔗.
დასკვნითი დებულებები
სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.