ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის – შრომის,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2017 წლის 31 მაისი ქ. ხონი |
|
დებულება
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
5. სამსახურს აქვს ბეჭედი სახელწოდების აღნიშვნით.
6. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ხონი, თავისუფლების მოედანი №6.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია-სოციალურ საქმეთა განყოფილება, რომელიც შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა, დევნილთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, განხორციელებას და კოორდინაციას;
ბ) სოციალურ სფეროში თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელების უზრუნველყოფას;
გ)სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად მიზნობრივი პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას;
დ)სოციალურად დაუცველი პირებისათვის სხვადასხვა სახის დახმარებებსა და შეღავათებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას კომპეტენციის ფარგლებში;
ე) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას;
ვ) შშმ სტატუსის პირების საზოგადოებასთან ადაპტირებისათვის შესაბამისი პროგრამების ინიციირებას;
ზ) უსახლკაროთა რეგისტრაციის შესახებ წინადადებებისა და პროექტების ინიციირებას;
თ) კომპეტენციის ფარგლეში სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში მონაწილეობის მიიღებას;
ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
3. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;
ბ) უნაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოხელეებს;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სამსახურის მოხელეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება - მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი.
ა) ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობისათვის სოციალური დაცვის პროგრამების შემუშავებას და განხორციელების კოორდინაციას;
ბ) სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
გ) სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას, მათზე სოციალური დახმარებისა და სხვა სახის შეღავათების დადგენის შესახებ წინადადებების მომზადებას;
დ) იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზებას, რომელთა დახმარება ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
2. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
3. განყოფილების უფროსი ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობებს სამსახურის უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში.
4. განყოფილების უფროსი ასრულებს ამ დებულებით განყოფილებას მიკუთვნებულ უფლება-მოვალეობებს, სამსახურის უფროსის დავალებებს და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
2. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს:
ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს გამგეობის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება;
დ) ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;
ე) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება;
ვ) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით;
ზ) მოითხოვოს საკუთარი კვალიფიკაციის ობიექტური შეფასება;
თ) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემსა და მის ზემდგომ ხელმძღვანელს;
ი) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
კ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;
ლ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;
მ) ისარგებლოს კანონით განსაზღვრული ყოველწლიური შვებულებით;
ნ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
3. სამსახურის მოხელე მოვალეა:
ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;
გ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე;
დ) დაიცვას გამგეობის შინაგანაწესი;
ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები;
ვ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;
ზ) დადგენილი პერიოდულობითა და წესით, აგრეთვე, ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად, მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ;
თ) გაუფრთხილდეს გამგეობის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებით გამოყენება;
ი) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად.