ქურთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.01.2015
გამომცემი ორგანო ქურთას მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.146.016091
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,400 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ნებიერიძე ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქურთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 22.12.2025 ქურთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 04.01.2016 ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 15.01.2026 ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 29.12.2025 აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 28.12.2015

დოკუმენტის ტექსტი

ქურთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 2015 წლის 5 იანვარი ქ. თბილისი ქურთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქურთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი (დანართი 1). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ნებიერიძე         დანართი 1 ქურთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი ეს წესი განსაზღვრავს ქურთის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. თავი I სოციალურის დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 1🔗. ახალშობილთა ოჯახების დახმარება 1. ერთჯერად (300 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ქურთის მუნიციპალიტეტში და შეეძინათ ახალშობილი, თითოეულ შეძენილ ახალშობილზე. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობა; გ) მშობლ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ახალშობილ(ებ)ის მამის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; ე) საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 2🔗. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 1. ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული გარდაცვლილი პირების, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ქურთის მუნიციპალიტეტში, სარიტუალო მომსახურება. 2. ქურთის მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. თანხა გაიცემა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 3🔗. კომპაქტურად დასახლებებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით დახმარება 1. კომპაქტურად დასახლებებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახებს, რომელთაც არა აქვთ ბუნებრივი აირით გათბობა, ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით დახმარება გაეწევათ ერთჯერადად. 2. დახმარება გაეწევათ სათბობი შეშის ადგილზე მიტანით ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად. მუხლი 4🔗. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული იძულებით გადადგილებული ოჯახების დახმარება 1. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ქურთის მუნიციპალიტეტში, მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. 2. მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბანკში გახსნილი ანგარიშის მონაცემები; დ) ინფორმაცია სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურიდან. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. 4. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით. მუხლი 5🔗. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება 1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ქურთის მუნიციპალიტეტში და ჰყავთ 4 და მეტი შვილი, რომელთაგანაც ერთ-ერთი მაინც არის 0-დან 18 წლამდე. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები; დ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, რომ ოჯახს ჰყავთ 4 და მეტი შვილი.   ე) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; ვ) საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 6🔗. ოთხმოცი და მეტი წლის ასაკის მოხუცებულთა დახმარება 1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ქურთის მუნიციპალიტეტში და შეუსრულდათ 80 და მეტი წელი. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; დ) საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 7🔗. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება 1. დედ-მამით ობოლ 0-დან 18 წლამდე იძულებით გადაადგილებულ ბავშვებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ქურთის მუნიციპალიტეტში, დახმარება გაეწევა ერთჯერადად თითოეულს 200 ლარის ოდენობით. 2. დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ/მზრუნველმა ქურთის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლი პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებიდან ბავშვის მეურვის ან მზრუნველის ვინაობის შესახებ; დ) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები; ე) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 8🔗. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა დახმარება 1. ერთჯერადად (200 ლარის ოდენობით) იძულებით გადაადგილებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ქურთის მუნიციპალიტეტში, ბიუჯეტიდან გაეწევათ სოციალური დახმარება. 2. ქურთის მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 9🔗. იმ პირების დახმარება, რომლებიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროს გახდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონენი 1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ის პირები, რომლებიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროს გახდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონენი და რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ქურთის მუნიციპალიტეტში. 2. ქურთის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) მოწმობის ასლი, რომელიც დაადასტურებს, რომ პირი გახდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროს; დ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 10🔗. ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების დახმარება 1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ქურთის მუნიციპალიტეტში, თითოეულ დაღუპულზე. 2. ქურთის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან  ოჯახის შემადგენლობის შესახებ; დ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 11🔗. ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება 1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ქურთის მუნიციპალიტეტში. 2. ქურთის მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პირადობის მოწმობის ასლი; ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; ვ) ბანკში გახსნილი ანგარიშის მონაცემები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ ანგარიშზე. მუხლი 12🔗. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება 1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ქურთის მუნიციპალიტეტში. 2. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების წარმომადგენელმა (მეურვემ/მზრუნველმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) ბანკში გახსნილი ანგარიშის მონაცემები; ე) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პირადობის მოწმობის ასლი. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ ანგარიშზე. მუხლი 13🔗. უსინათლო პირების დახმარება 1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული უსინათლო პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ქურთის მუნიციპალიტეტში. 2. უსინათლო პირების წარმომადგენელმა (მეურვემ/მზრუნველმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) უსინათლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) ბანკში გახსნილი ანგარიშის მონაცემები; ე) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; ვ) უსინათლო პირის პირადობის მოწმობის ასლი. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ ანგარიშზე. მუხლი 14🔗. დევნილთა ოჯახების დახმარება  1. დევნილთა ოჯახებს სურსათის პაკეტით (თითოეულ პაკეტში შევა: ერთი 50-კილოგრამიანი ტომარა ფქვილი, 10 ლიტრი ზეთი, 10 კილოგრამი შაქარი, 5 კილოგრამი ბრინჯი, 5 კილოგრამი მაკარონი) დახმარება გაეწევათ ერთჯერადად.  2. დახმარება გაეწევათ სურსათის პაკეტის ადგილზე მიტანით კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს, ხოლო არაკომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს - ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სურსათის დასაწყობებულ ადგილას. მუხლი 15🔗. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სავარძელი ეტლებითა და სასმენი აპარატებით დახმარება 1. სავარძელ ეტლებსა და სასმენ აპარატებს მიიღებენ იძულებით გადაადგილებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ქურთის მუნიციპალიტეტში და საჭიროებენ სავარძელ ეტლებსა ან სასმენ აპარატებს.    2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება  გამგებლის სახელზე; ბ) გამცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც აღნიშნული იქნება, რომ პირს არ შეუძლია შესაბამისად სავარძელი ეტლის გარეშე გადაადგილება ან ესაჭიროება სასმენი აპარატი. 3. სავარძელი ეტლის ან სასმენი აპარატის გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. თავი II სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება მუხლი 16🔗. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა 1. ქურთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური). 2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე. 3. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში სამსახური ამზადებს დასკვნას, ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად. 4. სამსახურის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს. მუხლი 17🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სოციალური დახმარების გაცემის შესახებ სამსახურის დასკვნისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის მიმართვის საფუძველზე, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე.