დანართი №1

ქალაქ  გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი

ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის (შემდგომში-მუნიციპალიტეტი)რეგისტრირებული მოსახლეობისათვის,  აგრეთვე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ  საზღვრებში მცხოვრები დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა  (ბენეფიციართა)  კატეგორიებს,  მათ მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.თავი I
სოციალური დახმარების მიმღებთა  (ბენეფიციართა)  კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცი