1. ამ კანონის მე-6 მუხლის 101−112 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების ლიცენზიების (მათ შორის, ამ კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის) მფლობელები ვალდებული არიან უზრუნველყონ შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობა ამ პირობების შეცვლიდან არაუგვიანეს 1 წლისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობების ლიცენზიების მფლობელები ვალდებული არიან ლიცენზიის გამცემს წერილობით წარუდგინონ შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არაუგვიანეს იმავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 5 კალენდარული დღისა.

3. ლიცენზიის გამცემი:

ა) 7 კალენდარული დღის ვადაში ძალადაკარგულად აცხადებს ლიცენზიას, თუ ლიცენზიის მფლობელმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით არ წარუდგინა შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ბ) 30 კალენდარული დღის ვადაში განიხილავს ლიცენზიის მფლობელის მიერ წარდგენილ შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას და იღებს წერილობით გადაწყვეტილებას:

ბ.ა) ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ, თუ აღნიშნული დოკუმენტაციით არ დასტურდება შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობა;

ბ.ბ) შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის შესახებ.

4. ლიცენზიის გამცემი ამ მუხლით განსაზღვრულ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4170 – ვებგვერდი, 29.05.2024წ.

[მუხლი 22
3
. ლიცენზიის შეჩერება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27
2
მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზიის შეჩერების შესახებ.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)]

საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1146 – ვებგვერდი, 15.12.2025