ს/ს "ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალი"-ს განცხადება აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
სააქციო საზოგადოება "ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის” სამეთვალყურეო საბჭო იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა მორიგ საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2015 წლის 5 თებერვალს, დღის 2 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჭავჭავაძის №67
ს/ს "ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის” სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2015 წლის 5 იანვარი.
დღის წესრიგი:
1. 2012 და 2013 წლების სამეურნეო-საფინანსო ანგარიშის განხილვა-დამტკიცება;
2. სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიში;
3. ახალი სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნები.
4. სხვადასხვა.
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს "ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის” დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნ ე ს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან:
- ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2015 წლის 5 იანვრის მდგომარეობით.
აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს "ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის” რეგისტრატორთან სს. “საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა, ტელ.: 222-53-51, 225-15-60.
სს ,,ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალი”-ს
დირექტორი შ.ქორთუა