ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.01.2015
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №05
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.133.016144
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.01.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერიძე | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | საკრებულოს წევრის გვარი, სახელი |
| სხდომათა რაოდენობა | დასწრების რაოდენობა |
| კომისიიდან | თავმჯდომარის მოადგილიდან |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების
განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის
დამტკიცების შესახებ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №05
2015 წლის 13 იანვარი
ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების
განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის
დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრის მიერ კომისიის სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა და განხორციელებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა თანახმად N1, N2, N3, N4 დანართებისა.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 07 აგვისტოს N7/1 დადგენილება.
3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ ბერიძე
დანართი №1
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის
მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული
ხარჯების ანაზღაურების
წ ე ს ი
მუხლი 1🔗
ეს წესი საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი”-ს, ,,ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ” ევროპული ქარტიისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განსაზღვრავს საკრებულოს წევრის საკრებულოს სხდომებში ან კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, აგრეთვე ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად, საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების განხორციელებისათვის ხარჯების ანაზღაურების წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის უფლებამოსილების განხორციელებისათვის დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა შეადგენს 700 (შვიდასი) ლარს.
მუხლი 3🔗
ზღვრული ოდენობის მოცულობიდან ხარჯების ანაზღაურება მოხდეს შემდეგი პირობებით:
ა) საკრებულოს წევრს კომისიის სხდომებზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მონაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის ყოველთვიურად უფლებამოსილების განხორციელებისათვის უნაზღაურდება 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, დანართი 2-ის მიხედვით, რომელიც ივსება შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის მიერ და წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს.
ბ) დარჩენილი 300 (სამასი) ლარი საკრებულოს წევრს მიეცემა საკრებულოს სხდომებზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მონაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის ყოველთვიურად უფლებამოსილების განხორციელებისათვის უნაზღაურდება დანართი 3-ის მიხედვით, რომელიც ივსება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ.
2. კომისიისა და საკრებულოს სხდომებზე დასწრებას საკრებულოს წევრი ადასტურებს ხელმოწერით.
3. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე განხორციელებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხას წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს თანახმად, დანართი 4-სა.
მუხლი 4🔗
განხორციელებისათვის ხარჯების ანაზღაურების ნუსხას (დანართი 4-ს) ცვლილებებით ან უცვლელად ამტკიცებს და გადასცემს საკრებულოს აპარატის უფლებამოსილ თანამდებობის პირს, რომელიც შემდგომ ახდენს ნუსხის მიხედვით ანაზღაურებას.
მუხლი 5🔗
ამ წესში ცვლილებები ან დამატებები შესაძლებელია განხორციელდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
დანართი №2
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრის მიერ კომისიის სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს
------------------------------------------------------------------------------------------------------------
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ------------------------------ კომისია წარმოგიდგენთ წევრების სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხას:
(20--- წელის -------------- თვე)
1.
№
საკრებულოს წევრის გვარი, სახელი
სხდომებზე დასწრება
განსახილველ საკითხებში მონაწილეობა
გასაცემი თანხა
სხდომათა რაოდენობა
დასწრების რაოდენობა
საპატიო მიზეზით გაცდენების რაოდენობა
უნდა შეესწავლა საკითხი
შეისწავლა საკითხი
1.
2.
3.
4.
5.
2.
კომისიის თავმჯდომარე (სახელი, გვარი, ხელმოწერა):
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
შენიშვნა: ნუსხის წარდგენა ხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
დანართი №3
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს
------------------------------------------------------------------------------------------------------------
წარმოგიდგენთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხას:
(20--- წელის -------------- თვე)
1.
№
საკრებულოს წევრის გვარი, სახელი
სხდომებზე დასწრება
განსახილველ საკითხებში მონაწილეობა
გასაცემი თანხა
სხდომათა რაოდენობა
დასწრების რაოდენობა
საპატიო მიზეზით გაცდენების რაოდენობა
უნდა შეესწავლა საკითხი
შეისწავლა საკითხი
1.
2.
3.
4.
5.
2.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე (სახელი, გვარი, ხელმოწერა):
--------------------------------------------------------------------------------
შენიშვნა: ნუსხის წარდგენა ხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
დანართი №4
განხორციელებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა
ვამტკიცებ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე (სახელი, გვარი, ხელმოწერა):
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
------ -------------- 20--- წელი
განხორციელებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა
1.
№
საკრებულოს წევრის გვარი, სახელი
მისაღები თანხის ოდენობა
ხელმოწერა
კომისიიდან
თავმჯდომარის მოადგილიდან
სულ
1.
2.
3.
4.
5.
2.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე (სახელი, გვარი, ხელმოწერა):
--------------------------------------------------------------------------------