საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.01.2015 ძალადაკარგული 04.06.2015
ნომერი
№54
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.027.016559
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №54

2015 წლის 22 იანვარი

ქ. თბილისი

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე


1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.                                     
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი




საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია  შემდეგი დამატებითი  საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (სასურველია უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრის აკადემიური ხარისხი));

ბ) სამუშაო გამოცდილება საქმისწარმოების მიმართულებით;

გ) ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;

დ)  კომპიუტერული პროგრამების  (MS Office: Outlook, Word, PowerPoint) ცოდნა.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია  შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) „საქართველოს კონსტიტუცია“;

ბ) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“.

დ) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“.