ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (11 მუხლი)
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 |
|
2015 წლის 16 იანვარი დ. ჩოხატაური
|
|
მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი
ა) პატრონიანი ცხოველი - ცხოველი, რომელსაც ჰყავს მეპატრონე და კონკრეტული მომენტისათვის იმყოფება მეპატრონის ან მეპატრონის მიერ უფლებამოსილი პირის კონტროლქვეშ;
ბ) უპატრონო ცხოველი - ცხოველი, რომელზედაც კონკრეტული მომენტისთვის არ ხორციელდება მეთვალყურეობა და არ ჰყავს მეპატრონე.
გ) ცხოველის მეპატრონე - პირი, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში ჰყავს ცხოველი და რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის წინამდებარე წესით დადგენილ მოვლა-პატრონობას;
დ) ცხოველის მოვლა-პატრონობა - ცხოველის კვება მისთვის დადგენილი რაციონით, ცხოველისთვის აუცილებელი საარსებო პირობების შექმნა: საცხოვრებელი ფართობის გამოყოფა შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით, ვეტერინარული ზედამხედველობა და მომსახურება - დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, ცოფის და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ვეტერინარული მკურნალობა, მათ შორის, ცხოველის ლაბორატორიული კვლევა;
ე) ვეტერინარული სამედიცინო მომსახურება - ცხოველთა სნეულებების პროფილაქტიკა და მათი მკურნალობა;
ვ) ცხოველის მოკვდინება (ევთანაზია) - უფლებამოსილი პირის მიერ ცხოველის სიცოცხლის შეწყვეტა წინამდებარე წესით განსაზღვრულ შემთხვევებსა და მეთოდებით.
ა) პატრონიანი;
ბ) უპატრონო.
ა) სათანადო კვება და დაწყურვება;
ბ) ფიზიკური აქტივობა;
გ) საძილე ადგილის განთავსება;
2. მეპატრონე ვალდებულია გააკეთოს გამაფრთხილებელი წარწერა ძაღლების სამოძრაო ტერიტორიაზე.
3. დაუშვებელია ცხოველის უპატრონოდ მიტოვება.
4. აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების გამართვა.
5. აკრძალულია ცხოველების საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში შეყვანა.
6. ცხოველის მეპატრონე ვალდებულია აგრეთვე დაიცვას ცხოველის ყოლასთან დაკავშირებული შემდეგი პირობები:
ა) ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში (ქუჩები, სტადიონები, სკვერები, პარკები და სხვა საზოგადოებრივი ადგილები), ასევე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ძაღლის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ საბმელით და ალიკაპით;
ბ) აუცილებელია ცხოველის წელიწადში ერთხელ ვეტერინარიულ-სანიტარიული შემოწმება;
გ) ცხოველის მეპატრონე ვალდებულია არ დაუშვას საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება, ხოლო დაბინძურების შემთხვევაში უზრუნველყოს საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება;
დ) ცხოველის მეპატრონე ვალდებულია საკუთრებაში მყოფი ცხოველების მიერ ადამიანის ან სხვა ცხოველის დაკბენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინოს სათანადო სამედიცინო დაწესებულებას. ცხოველზე ვეტერინარული ზედამხედველობის დასაწესებლად მიმართოს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს.
ე) ცხოველის დაავადების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს კერძო ვეტერინარ ექიმს;
ვ) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, სათანადო ზომების მისაღებად დაუყოვნებლივ აცნობოს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს;
8. ცხოველთა მეპატრონეების მხრიდან წინამდებარე წესში განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზომები დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.
2. ცხოველის მოკვდინება დაიშვება მხოლოდ მათი ტანჯვის შესაწყვეტად, როდესაც ვეტერინარული დახმარების მიღება შეუძლებელია/არაეფექტურია ან ცხოველის აგრესია აშკარა საფრთხეს უქმნის ადამიანს, სხვა ცხოველებს; აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
3. ცხოველის მოკვდინება ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს მყისებრ, ცხოველისთვის ფიზიკური თუ სულიერი (მენტალური, ფსიქოლოგიური) ტანჯვის რაც შეიძლება ნაკლებად მიყენებით, სპეციალური მედიკამენტის გამოყენებით.
4. დაუშვებელია ცხოველთა მოკვდინება შემდეგი მეთოდებით:
ა) დახრჩობა;
ბ) გაგუდვა;
გ) მოწამვლა;
დ) ელექტრომუხტის გამოყენება;
ე) მექანიკური დაზიანების მიყენება;
ვ) იძულებითი შიმშილით, წყურვილით და სხვა არაჰუმანური მეთოდებით.
2. ტოქსოპლაზმა - ძაღლი, კატა
3. ტულარემია - კატა
4. ლეპტოსპიროზი - ძაღლი
5. ტუბერკულოზი - ძაღლი
6. ცოფი - ძაღლი, კატა
7. ეხინოკოკოზი - ძაღლი, კატა
8. ლეიშმანიოზი - ძაღლი
9. პიროპლაზმოზი - ძაღლი, კატა
10. დემოდეკოზი - ძაღლი, კატა
11. ტეტანუსი - ძაღლი, კატა
12. სტაფილოკოკი - ძაღლი, კატა
13. სტრეპტოკოკი - ძაღლი, კატა
14. მკრეჭავი მუნი - ძაღლი, კატა
15. ბრუცელოზი - ძაღლი
16. ციმბირული წყლული - ძაღლი
17. თურქული - ძაღლი
18. სალმონელოზი - ძაღლი.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.08.2015.
- როდის იქნა მიღებული „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 16.01.2015. მიმღები ორგანო — ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №1. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.114.016242.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 31.08.2015-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 11 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.08.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“, №1, 16.01.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.114.016242 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.08.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2689704/