„მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1785
სარეგისტრაციო კოდი
340.020.000.05.001.001.924
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 40, 18/07/2005

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21-22, მუხ. 450) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 მუხლი:

     „მუხლი 15. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონით გათვალისწინებული კონტროლის ღონისძიებები 2006 წლის 1 იანვრამდე გავრცელდეს მხოლოდ პროდუქციის საქართველოში შემოტანისას, თუ ცნობილია, რომ პროდუქციის წარმოშობის ქვეყანაში არის მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაავადების ფაქტები.

2. საქართველოს მთავრობამ, შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოს მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაავადებების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხის გამოქვეყნება სისტემატურად, აღნიშნულ ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესაბამისად.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 24 ივნისი.

№1785 რს