ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2015 წლის 16 იანვარი ქ. ზუგდიდი |
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
გადახდის ინსტრუქცია
2. ეს ინსტრუქცია აწესრიგებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთის დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში - მოსაკრებელი) წარმოადგენს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილი პირის (სამსახურის) მეშვეობით დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.
4. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
2. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განსაზღვრულია 0.5 ლარით თვეში, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განსაზღვრულია 4 სულით.
3. მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში – ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში – მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები. სს „ენერგო-პროჯორჯია“-სთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად ერთობლივი მოკვლევის საფუძველზე აბონენტთა მონაცემების ბაზის შექმნითა და პროგრამული უზრუნველყოფის შემდგომ სს „ენერგო-პროჯორჯია“-ს მიერ ელექტროენერგიის გადახდის ქვითარში დაფიქსირდება აბონენტის მიერ დასუფთავების გადასახდელის ოდენობა, რომლის გადახდა მოხდება განცალკევებულად და არ არის დამოკიდებული გახარჯული ელექტროენერგის ოდენობაზე.
4. მოსახლე მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნას ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.
6. ქვითარი შენახულ უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში.
7. მესაკუთრე ფიზიკური პირი, რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია ოჯახის წევრთა რაოდენობის ცვლილებების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს.
8. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
2. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს.
3. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის საცხოვრებელ ადგილას არ ყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ.
2. ქვითრის ტიპიური ფორმის სავალდებულო რეკვიზიტებია:
ა) მესაკუთრის მონაცემები;
ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;
გ) გადასახდელი თანხა;
დ) გადახდის ვადა;
ე) გადახდის ადგილი.
3. მოსაკრებელი გადაიხდება თვეში ერთხელ.
4. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
5. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა, ითვლება დასუფთავების ინსტრუქციის დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები.