ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.01.2015 ძალადაკარგული 20.11.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.139.016172
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2015 წლის 16 იანვარი

ქ. ბორჯომი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ბ.ვ" და "დ.ე" ქვეპუნქტების, "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები და საშტატო ნუსხა თანახმად N1 დანართისა.
მუხლი 2
დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის N54 დადგენილება "ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ" (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი, 31/12/2014 ს/კ 010250000.35.139.016170)
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ჩაჩანიძე



საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები და საშტატო ნუსხა 

 

N ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სტრუქტურა საშტატო რიცხოვნება თანამდებობრივი სარგო
  საკრებულო 13  
1 საკრებულოს თავმჯდომარე 1                 2 650
2 საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 1                 1 700
3 იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე 1                 1 350
4 საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე 1                 1 350
5 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე 1                 1 350
6 გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე 1                 1 350
7 კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე  1                 1 350
8 საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე                   1 350
  საკრებულოს აპარატი 12  
  წამყვანი საჯარო თანამდებობა – საკრებულოს აპარატის უფროსი 1                 1 250
  უფროსი საჯარო თანამდებობა - მთავარი სპეციალისტი 3                    700
  უმცროსი საჯარო თანამდებობა - უფროსი სპეციალისტი 2                    625
  უმცროსი საჯარო თანამდებობა - წამყვანი სპეციალისტი 6                    660