ბორჯომის მუნიციპალიტეტში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.01.2015
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.139.016174
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/01/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.01.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე | ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის, და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუშის და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ „ახალციხის მუნიციპალიტეტში საჯარო ინპორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2015 წლის 16 იანვარი
ქ. ბორჯომი
ბორჯომის მუნიციპალიტეტში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ 26.08.2013წ. N219 საქართელოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი N1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ჩაჩანიძე
ბორჯომის მუნიციპალიტეტში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის (შემდგომში ინფორმაცია) ბორჯომის მუნიციპალიტეტის ელექტრონულ რესურსებზე (ბორჯომის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე) განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს.
2.
ვებგვერდის მისამართია: www.borjomi.org.ge.
მუხლი 2🔗.
ვებგვერდზე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება
1.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში არსებული, საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესს და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ჩამონათვალს.
2.
წინამდებარე წესი ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე, რომელიც ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალური მონაცემებისათვის, სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციისა.
3.
ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში ამისათვის განსაზღვრული პასუხისმგებელი პირები, ხოლო ვებ-გვერდზე დროულ და შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისათვის პასუხისმგებელი პირი.
4.
პროაქტიული ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება PDF ფორმატში.
5.
საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.
6.
ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
7.
პროაქტიული ინფორმაციის, ვებ-გვერდის განთავსებაზე კონტროლს ახორციელებს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
8.
ვებგვერდისა და მასში განთავსებული ინფორმაციის საავტორო უფლებები დაცულია საქართველოს კანონით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“.
9.
ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაცია საჯარო და უსასყიდლოა.
მუხლი 3🔗.
ინფორმაციის კატეგორიები
ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ საჯარო ინფორმაციას მიეკუთვნება:
ა)
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს/გამგეობის სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
ბ)
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების დებულებები (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
გ)
ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების შესახებ: სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
დ)
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მისამართები, ელექტრონული ფოსტის მისამართები, სამსახურეობრივი ტელეფონის ნომრები (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
ე)
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებელი პირის (პირების)სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონის ნომერი (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
ვ)
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში შემოსული და ასევე გაცემული განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა;
ზ)
ინფორმაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
თ)
სამართლებრივი აქტები, რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობიაში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესებს (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
ი)
სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა (ქვეყნდება ყოველწლიურად);
კ)
ინფორმაცია იმ მოსაკრებლების ან საფასურის შესახებ, რომელიც დადგენილია ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ;
ლ)
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები.
მ)
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 27-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია.