თბილისის საქალაქო სასამართლო-განჩინება შპს"აღმაშენებელი"-ს მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/19319-14
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/19319-14  

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

 

2015 წლის 22 იანვარი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

 

განმცხადებელი: შპს „აღმშენებელი” (ს/კ 202886859)

წარმომადგენელი: დირექტორის შპს „რეაბილიტაციის” (ს/კ 206096419) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი _ ბიძინა ჩიკვილაძე

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „აღმშენებელის” გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 4 ნოემბერს განცხადებით მიმართა შპს „აღმშენებლის” დირექტორის შპს „რეაბილიტაციის” (ს/კ 206096419) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა - ბიძინა ჩიკვილაძემ და ითხოვა შპს „აღმშენებლის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განმცხადებელი განმარტავს, რომ შპს „აღმშენებლის” უზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართ ორგანიზაციის დავალიანება შეადგენს 2200,53 (ორი ათას ორასი მთელი ორმოცდაცამეტი მეასედი) ლარს. ორგანიზაციის არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს წარმოადგენენ რაზმიკ ავეტიკიანი, გია პეტრიაშვილი, ნოე კიპაროიძე, თამაზ საბიაშვილი და სს „საქართველოს რკინიგზა”. განმცხადებლის მტკიცებით, მოვალეს არ აქვს უძრავი ქონება, ფულადი სახსრები, არ ჰყავს დებიტორები. საწარმოს სახელზე რეგისტრირებულია რამდენიმე სატრანსპორტო საშუალება, რომლის ნაწილიც ამორტიზებულია, იმყოფება არამუშა მდგომარეობაში და ჯამური საბაზრო ღირებულება არ აღემატება 5000 (ხუთი ათასი) ლარს, დანარჩენი ნაწილის ადგილმდებარეობა კი დაუდგენელია. საწარმოს შეწყვეტილი აქვს წარმოების პროცესი და, შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს კრედიტორთა მოთხოვნები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „აღმშენებელს” უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „აღმშენებლის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ხოლო თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდებოდა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ნოემბრის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის 17 ნოემბერს, ხოლო კრედიტორებს სსიპ შემოსავლების სამსახურს ჩაჰბარდა 2014 წლის 18 ნოემბერს, სს „საქართველოს რკინიგზას” 2014 წლის 18 ნოემბერს, თამაზ საბიაშვილს 2014 წლის 18 ნოემბერს, ნოე კიპაროიძეს 2014 წლის 20 ნოემბერს, გია პეტრიაშვილს 2014 წლის 27 ნოემბერს და 2014 წლის 18 დეკემბერს რაზმიკ ავეტიკიანს. განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს „აღმშენებელის” კრედიტორებს განცხადებით  სასამართლოსათვის არ მოუმართავთ. გამომდინარე აღნიშნულიდან, ის გარემოება, რომ შპს „აღმშენებელის” კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთ თვიან ვადაში არ მომართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია შპს „აღმშენებელი” გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „აღმშენებელი” (ს/კ 202886859) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „აღმშენებლის” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.

3. მოვალე შპს „აღმშენებელი” (ს/კ 202886859) დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.

 

მოსამართლე                                     ბესიკ სისვაძე