„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის N10/01–N51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება №10/04 - №21 |
|
2015 წლის 26 იანვარი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის N10/01-N51 ერთობლივი ბრძანებით (სსმ. III, 03.02.2010, N13 მუხ. 151) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 41 მუხლის შემდეგ დაემატოს 42 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 42. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება (ემისია) ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის 1. გამოცხადებულ ემისიაზე დამატებით, ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობისთვის, ფინანსთა სამინისტრო უშვებს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს. 2. ფინანსთა სამინისტრო, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, წინასწარ განსაზღვრავს ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიების მოცულობებს, რის შესახებაც წინასწარ ეცნობებათ ბანკებს. 3. აუქციონის ჩატარების შეტყობინებაში ცალკე მიეთითება ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და მოცულობა. 4. ამ მუხლის შესაბამისად გამოსაშვები სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისია ხორციელდება აუქციონის მეშვეობით, ამავე აუქციონზე წარდგენილი კონკურენტული განაცხადების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთით. 5. ამ მუხლის შესაბამისად გამოსაშვები სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესაძენად აუქციონის დაწყებამდე, აუქციონზე განაცხადების წარდგენის განსაზღვრული წესით ბანკი აგზავნის შესაბამის არაკონკურენტულ განაცხადს, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ლიმიტს. 6. თითოეული ბანკისათვის საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული ლიმიტის ფარგლებში ავტომატურად კმაყოფილდება ამ მუხლის შესაბამისად გამოშვებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების არაკონკურენტული განაცხადი, რომელიც ამ დებულების მოთხოვნათა დაცვით არის წარდგენილი.“. 2. მე-6 მუხლის 92 პუნქტის შემდეგ დაემატოს 93 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „93. სახაზინო ობლიგაციაზე, რომლის პირველად აუქციონზე ხდება ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის დამატებითი სახაზინო ობლიგაციების გამოშვება, კუპონის განაკვეთად დგინდება პირველად აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი მძიმის შემდეგ სამი ციფრის სიზუსტით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|