„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის N10/01–N51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№17/04
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.016120
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის N10/01–N51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ერთობლივი ბრძანება
№17/04-№39

2014 წლის 7 თებერვალი

ქ.თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №10/01–№51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:
მუხლი 1

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №10/01-N51 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, 03.02.2010, №13, მუხ.151) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს 41 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება (ემისია) ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის

გამოცხადებულ ემისიაზე დამატებით, ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით  უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისთვის, ფინანსთა სამინისტრო უშვებს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს.

ფინანსთა სამინისტრო, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, წინასწარ განსაზღვრავს ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიების მაქსიმალურ მოცულობებს, ასევე თითოეული ბანკისათვის შესაძენი ფასიანი ქაღალდების დასაშვებ მაქსიმალურ მოცულობას საბანკო სექტორში ბანკის სააქციო კაპიტალის წილის შესაბამისად და სხვა დამატებით პირობებს, რის შესახებაც წინასწარ ეცნობებათ ბანკებს.

აუქციონის ჩატარების შეტყობინებაში ცალკე მიეთითება ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის  ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და მოცულობა.

ამ მუხლის შესაბამისად გამოსაშვები სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისია ხორციელდება აუქციონის მეშვეობით, ამავე აუქციონზე წარდგენილი კონკურენტული განაცხადების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთით.

ამ მუხლის შესაბამისად გამოსაშვები სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესაძენად აუქციონის დაწყებამდე, აუქციონზე განაცხადების წარდგენის განსაზღვრული წესით ბანკი აგზავნის შესაბამის არაკონკურენტულ განაცხადს, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ლიმიტს.

თითოეული ბანკისათვის დაწესებული ლიმიტის ფარგლებში ავტომატურად კმაყოფილდება ამ მუხლის შესაბამისად გამოშვებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების  არაკონკურენტული განაცხადი, რომელიც ამ დებულების მოთხოვნათა დაცვით არის წარდგენილი.“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განაცხადების მიღება იწყება აუქციონის დღეს, აუქციონის დაწყებამდე 15 წუთით ადრე და წყდება აუქციონის დაწყების მომენტში.“.

მუხლი 2🔗

1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი მოქმედებს 2015 წლის 1 იანვრამდე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძეფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის N10/01–N51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის N10/01–N51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.02.2014.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის N10/01–N51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის N10/01–N51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.02.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №17/04. სარეგისტრაციო კოდი — 220090000.18.011.016120.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის N10/01–N51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის N10/01–N51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის N10/01–N51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.02.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის N10/01–N51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №17/04, 07.02.2014, სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016120 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.02.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2233206/