⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.01.2016)
გაუქმებულია:

ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.01.2015
ძალის დაკარგვა 06.01.2016
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.162.016290
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,147 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.01.2015 მიღება
06.01.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახები,რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 70 000-მდე (ქულის მინიჭების თარიღიდან გასული უნდა იყოს არაუმეტეს ერთი წელი)
3 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (16 წლამდე)
4 უდედმამო ბავშვები (16 წლამდე)
5 95 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა დახმარება
6 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები
7 ა) სამამულო ომის ვეტერანების  სადღესასწაულო დახმარება
8 მრავალშვილიანი (რომელთც ჰყავთ 2014 წლის 1 ივნისამდე დაბადებული 4 და მეტი ასრულწლოვანი შვილი) ოჯახების დახმარება
9 ახალშობილთა ოჯახების დახმარება (პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში)
10 ოჯახები, რომელთაც ხანძრის შედეგად დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლი
11 უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი
12 სასურსათო პაკეტი მაღალმთიანი რეგიონის (თუშეთი) მუდმივად მცხოვრებთათვის
13 მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრებ პირთა პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტების შეძენა
14 ა(ა)იპ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ უფასო სასადილოს დაფინანსება
15 დიალიზის პროგრამით მოსარგებლე პირების ტრანსპორტირების ხარჯები
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №5 2015 წლის 27 იანვარი ქ. ახმეტა ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითთმმართველობის კოდექსი“ მე-16- მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2015 წლის პროგრამა“ (დანართი №1) და ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2015 წლის პროგრამის ბიუჯეტი“ (დანართი №2). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2014 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 იანვრის №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 27/01/2014, 190020020.35.162.016219 ). მუხლი 3🔗  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ჯუგაშვილი დანართი №1 ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2015 წლის პროგრამა მუხლი 1🔗. . პროგრამის სახელწოდება წინამდებარე პროგრამის სახელწოდებაა ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა“. მუხლი 2🔗. პროგრამის განხორციელების ვადა პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მუხლი 3🔗. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 322.500 (სამასოცდაორი ათას ხუთასი) ლარს. მუხლი 4🔗. პროგრამის დაფინანსების წყარო პროგრამის დაფინანსება ხორციელდება ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან. მუხლი 5🔗. სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფები ,,ა“ ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახები, რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 70 000-მდე (ქულის მინიჭების თარიღიდან გასული უნდა იყოს არაუმეტეს ერთი წელი). ,,ბ“ სოციალურად დაუცველ  მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციის, მედიკამენტებისა  და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება; ,,გ” შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (16 წლამდე); ,,დ“ უდედმამო ბავშვები (16 წლამდე ); ,,ე“ 95 წლის ასაკს გადაცილებული პირები;  ,,ვ“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები;  ,,ზ“ დიდი სამამულო ომის ვეტერანები;  ,,თ“ გარდაცვლილ ომის ვეტერანთა ოჯახები;  ,,ი” მრავალშვილიანი (რომელთაც ჰყავთ 2014 წლის 1 ივნისამდე დაბადებული 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი) ოჯახები; ,,კ“ ახალშობილთა ოჯახები (პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში). ,,ლ“ ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ოჯახები;  ,,მ“ უპატრონო მიცვალებული;  ,,ნ“ მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად მცხოვრები პირები;  ,,ო“მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრები ოჯახები/პირები; ,,პ“ (ა)იპ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ უფასო კვების ობიექტის დაფინანსება; ,,ჟ“ დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირები. მუხლი 6🔗.  სოციალური დახმარების ოდენობა ,,ა“ ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახებისთვის - 100 ლარი; ,,ბ“ სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, მედიკამენტების,  ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება -- 50%-თ, არაუმეტეს 1000 ლარისა,  სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისათვის 500 ლარამდე თანხა- სრულად; ,,გ“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (16 წლამდე) - 100 ლარი (საახალწლო კალათა - 50 ლარი, სააღდგომო კალათი - 50 ლარი); ,,დ“ უდედმამო ბავშვები (16 წლამდე) - 100 ლარი (საახალწლო კალათა – 50 ლარი, სააღდგომო კალათა - 50 ლარი); ,,ე“ 95 წლის ასაკს გადაცილებულ პირთა დახმარება - 100 ლარი; ,,ვ“საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახები - 250 ლარი; ,,ზ“ ომის ვეტერანთა სადღესასწაულო და დაკრძალვის სარიტუალო ხარჯები; ,,ზ.ა“ დიდი სამამულო ომის ვეტერანთა სადღესასწაულო  დახმარება - 9 მაისის დღესასწაულისათვის - 200 ლარი; ,,ზ.ბ“ ომის ვეტერანთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისთვის - 250 ლარი; ,,თ“ მრავალშვილიანი  ( რომელთაც ყავთ  2014 წლის 1 ივნისამდე  დაბადებული 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი) ოჯახების დახმარება - 100 ლარი; ,,ი“ ახალშობილთა ოჯახების დახმარება (პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში) - 100 ლარი; ,,კ“ ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება - არაუმეტეს 1000 ლარისა; ,,ლ“ უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი - 200 ლარი;  ,,მ“ მაღალმთიან რეგიონში (თუშეთში) მცხოვრები ოჯახები - 100 ლარი (სასურსათო პაკეტები  საახალწლოდ და სააღდგომოდ -  50-50 ლარი); ,,ნ“  მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრებ პირთა პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტების შეძენა - 1000 ლარი; ,,ო“ უფასო კვების ობიექტი - 112.500 (ას თორმეტი ათას ხუთასი) ლარი; ,,პ“ დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების ტრანსპორტირების ხარჯებისათვის არაუმეტეს 500 ლარი. მუხლი 7🔗.  სოციალური დახმარების გაცემის წესი 1. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სოციალურ საკითხთა დროებითი კომისია. 2. სოციალური დახმარების დროებითი კომისიის გადაწყვეტილება მტკიცდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. 3. პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემა თითოეული მუხლის მიხედვით ერთჯერადად ხორციელდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.    4. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო საბუთების წარმოდგენისას მოქალაქეს საკონსულტაციო დახმარებას უწევს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება, ხოლო წარმოდგენილი საბუთების სისწორეს ამოწმებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სოციალურ საკითხთა დროებითი კომისია.    5. ამ დანართით გათვალისწინებული სოციალური დახმარებები ერთჯერადია (ერთ ბენეფიციარზე წლის განმავლობაში გაიცემა მხოლოდ ერთხელ), გარდა მე-6 მუხლის ,,ბ“, ,,ნ“ და ,,ო“ ქვეპუნქტებში მითითებული შემთხვევებისა. 6. პირს (ოჯახს), რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს ამ პროგრამით გათვალისწინებული ორი ან მეტი სამიზნე ჯგუფისათვის დადგენილ მოთხოვნებს, უფლება აქვს მიიღოს ყველა შესაბამისი სახეობის დახმარება. 7. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში თანხა გაიცემა კანონიერ წარმომადგენელზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე. 8. უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯის გაცემა ხორციელდება შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში  მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელზე მისივე შუამდგომლობის საფუძველზე.   9. პროგრამით გათვალისწინებული თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების წესით. მუხლი 8🔗. პროგრამის განხორციელების შედეგი პროგრამის განხორციელების შედეგია:  „ა“ საერთო სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა;  ,,ბ“ უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. მუხლი 9🔗.  პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა პროგრამის ბენეფიციარები პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმირებული იქნებიან შემდეგი გზით:  ,,ა“ ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებებით; ,,ბ“ ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მეშვეობით. მუხლი 10🔗. პროგრამის შეფასება განხორციელებული სოციალური პროგრამის ეფექტურობის დადგენის მიზნით 2015 წლის დეკემბერში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა საზოგადოების არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განახორციელებს პროგრამის შეფასებას. შეფასებისათვის ძირითადი განმსაზღვრელია შემდეგი კრიტერიუმები: ,,ა“ სოციალური დახმარების პროგრამით მოცული მოსახლეობის რაოდენობა განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით; ,,ბ“ სამიზნე ჯგუფების ინფორმირებულობა; ,,გ“ დახმარების გაცემის პროცესის სიმარტივე და ოპერატიულობა. დანართი №2 ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2015 წლის პროგრამის ბიუჯეტი № პროგრამის დასახელება ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა სოციალური დახმარების ოდენობა (ლარებში) ერთ პირზე/ოჯახზე სულ 1 2 3 4 5 1 ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახები,რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 70 000-მდე (ქულის მინიჭების თარიღიდან გასული უნდა იყოს არაუმეტეს ერთი წელი) 225 100 22.500 2 სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის,  მედიკამენტების, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება 50%-თ, არა უმეტეს 1000 ლარისა, სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისათვის 500 ლარამდე თანხა სრულად 50%-თ, არა უმეტეს 1000 ლარისა, სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისათვის 500 ლარამდე თანხა სრულად 130.000 3 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (16 წლამდე) 40 საახალწლოდ - 50 2.000 სააღდგომოდ - 50 2.000 სულ - 100           სულ - 4.000 4 უდედმამო ბავშვები (16 წლამდე) 15 საახალწლოდ -50 750   სააღდგომოდ -50 750 სულ - 100          სულ - 1.500 5 95 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა დახმარება 15 100 1.500 6 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები 8 საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს (26 მაისს) - 250 2.000 7  ა) სამამულო ომის ვეტერანების  სადღესასწაულო დახმარება 13 9 მაისისთვის - 200 2.600  ბ)  ომის ვეტერანთა  სარიტუალო ხარჯები გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის ფულადი დახმარება - 250 5.400 8 მრავალშვილიანი (რომელთც ჰყავთ 2014 წლის 1 ივნისამდე დაბადებული 4 და მეტი ასრულწლოვანი შვილი) ოჯახების დახმარება 100 100 10.000 9 ახალშობილთა ოჯახების დახმარება (პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში) 100 100 10.000 10 ოჯახები, რომელთაც ხანძრის შედეგად დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლი არა უმეტეს 1000 10.000 11 უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი 5 200 1.000 12 სასურსათო პაკეტი მაღალმთიანი რეგიონის (თუშეთი) მუდმივად მცხოვრებთათვის 25 საახალწლოდ - 50 1.250 სააღდგომოდ - 50 1.250 სულ - 100 სულ - 2.500 13 მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრებ პირთა პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტების შეძენა 1.000 14 ა(ა)იპ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ უფასო სასადილოს დაფინანსება 250 112.500 15 დიალიზის პროგრამით მოსარგებლე პირების ტრანსპორტირების ხარჯები არაუმეტეს 500 ლარი 6.000      სულ - 322.500