ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კურორტისა და საკურორტო ადგილების მოვლა–პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.143.016315
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (10 მუხლი)
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №6

2015  წლის 26 იანვარი

ქ. ხაშური

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კურორტისა და საკურორტო ადგილების მოვლა–პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე–2 პუნქტის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20  მუხლის მე-2 პუნქტის  საფუძველზე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კურორტისა და საკურორტო ადგილების მოვლა–პატრონობის  წესი დანართი 1-ის მიხედვით (თან ერთვის 2 ფურცლად)
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 თებერვლიდან.

 


ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე



დანართი 1
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კურორტისა და საკურორტო ადგილების მოვლა–პატრონობის  წესი
მუხლი 1
ეს წესი არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ივლისის №428 დადგენილებით განსაზღვრულ ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ კურორტისა და საკურორტო ადგილების მოვლა–პატრონობას.

 

მუხლი 2
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კურორტია დაბა სურამი, საკურორტო ადგილები კი– სოფელი ქვიშხეთი, სოფელი ბულბულისციხე, სოფელი ქაშვეთი და სოფელი ხცისი.
მუხლი 3
1. კურორტის და საკურორტო ადგილების მოვლა–პატრონობა გულისხმობს მოსახლეობის მომსახურების პრიორიტეტულობას, კერძოდ:

ა) კურორტიდან ნაგვის გატანა:

ა.ა) მოსახლეობიდან კვირაში სამჯერ აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით, დანარჩენ დროს ჩვეულებისამებრ;

ა.ბ) საზოგადოებრივი სივრცეებიდან კვირაში ოთხჯერ აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით, დანარჩენ დროს ჩვეულებისამებრ;

ბ) მგზავრთა გადაყვანის სისტემის განვითარებას და მობილობას დროის შუალედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით:

ბ.ა) კურორტში სამგზავრო გადაყვანა არაუგვიანეს დილის 8 საათიდან საღამოს არაუადრეს 22 საათამდე მაისიდან სექტემბრის ჩათვლით,

ბ.ბ) საკურორტო ადგილებში სამგზავრო გადაყვანა არაუგვიანეს დილის 8 საათიდან არაუადრეს საღამოს 21 საათამდე მაისიდან სექტემბრის ჩათვლით,

გ) გარე განათების გამართულ მუშაობას, დაზიანებული ადგილების პრიორიტეტულ შეკეთებას.

დ) საზოგადოებრივი წყლის სასმელი ადგილების (ე.წ. „სოკო“), ბუნებრივი წყაროს კეთილმოწყობასა და ფუნქციონირებას;

ე) საგზაო ინფრასტრუქტურის (გზები, საგზაო ნიშნები, მოსაცდელები) მოწესრიგება და პრიორიტეტული მომსახურება;

ვ) სასმელი წყლის, სანიაღვრე ქსელის და კანალიზაციის, საზოგადოებრივი ტუალეტების მოწესრიგება და პრიორიტეტული მომსახურეობა;

ზ)გეოგრაფიული ობიექტების სახელდებას და გამართული ნუმერაციას, შესაბამისი აბრების განთავსებას;

თ) ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში საგადასახადო, ზონირებისა და შესაბამისი მოსაკრებლების დასადგენად გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებას;

2. საკრებულოს დადგენილებით შესაძლებელია განისაზღვროს სხვა სახის პრიორიტეტები.

 

მუხლი 4
კურორტზე და საკურორტო ადგილებზე მნიშვნელოვანია ეკოლოგიური მდგომარეობა, ამისთვის ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებულია მოახდინოს  გამწვანებული ადგილების (ბაღების, პარკების, ტყე–პარკების და ა.შ)  ფართობის ზრდა და მათი მოვლა–პატრონობა;

 

მუხლი 5
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კურორტზე და საკურორტო ადგილებზე განსახორციელებელი სამუშაოებისას დაიცვას საქართველოს კანონის „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის ზონების შესახებ“ მოთხოვნები.

 

მუხლი 6
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდში“ ყოველწლიურად წარდგენილი პრიორიტეტული პროექტების განხორციელებისას, ერთი პროექტი მაინც უნდა შესრულდეს კურორტის ან საკურორტო ადგილის ტერიტორიაზე.

 

მუხლი 7
ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვა–განხორციელებისას დაცული უნდა იყოს კურორტის და საკურორტო ადგილების განვითარების პრიორიტეტულობა.

 

მუხლი 8
ამ დადგენილების მიღებიდან სამი წლის განმავლობაში ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებულია მოახდინოს კურორტზე სამი ახალი, ხოლო საკურორტო ადგილებზე (სოფლებში ქვიშხეთი და ხცისი) ორი ახალი სკვერის (თითოეული არანაკლებ 200 მ2 ფართის) მშენებლობა.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კურორტისა და საკურორტო ადგილების მოვლა–პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კურორტისა და საკურორტო ადგილების მოვლა–პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.01.2015.
როდის იქნა მიღებული „ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კურორტისა და საკურორტო ადგილების მოვლა–პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“?
„ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კურორტისა და საკურორტო ადგილების მოვლა–პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 26.01.2015. მიმღები ორგანო — ხაშურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №6. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.143.016315.
რამდენი მუხლისგან შედგება „ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კურორტისა და საკურორტო ადგილების მოვლა–პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კურორტისა და საკურორტო ადგილების მოვლა–პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.01.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კურორტისა და საკურორტო ადგილების მოვლა–პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“, №6, 26.01.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.143.016315 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.01.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2697556/