საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც მისაღები მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ცნობის (განკარგულების) გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.01.2015
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.158.016215
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 507 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყერის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 85% 11.09.2015 საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძვლის ცნობის (განკარგულების) გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 82% 31.05.2016 დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 81% 27.06.2022 ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული და მის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 79% 11.12.2024 საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ სამშვიდობო ოპერაციების შესრულების ადგილზე მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების განადგურების/განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 79% 23.07.2020

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც მისაღები მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ცნობის (განკარგულების) გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 2015 წლის 27 იანვარი ქ. ბოლნისი საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც მისაღები მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ცნობის (განკარგულების) გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი პუნატის „შ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მესამე პუნქტის  შესაბამისად : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ    საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი  პუნქტის  „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც მისაღები მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ცნობის (განკარგულების) გაცემის წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი                                                                                                                                                                     დანართი №1    საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი  პუნქტის  „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც მისაღები მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ გაცემული ცნობის (განკარგულების) გაცემის წესი მუხლი 1🔗 სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების მომენტიდან  ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) იქმნება სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგებისა და ზარალის დამდგენი დროებითი სამუშაო ჯგუფი.   მუხლი 2🔗 1. საკრებულოს მიერ ცნობის (განკარგულების) გაცემის საფუძვლად შექმნილი სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების დამდგენი სამუშაო ჯგუფი წარმოადგენს დასკვნას, შემდეგი თანდართული მასალებით: ა. სამუშაო ჯგუფის მიერ  სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების დაფიქსირების მომენტისთვისა და მის შედეგად დაზიანებული კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის შედგენილი დათვალიერების აქტი   (ფოტო-მასალა, სიტუაციური აღწერილობა). ბ. სტიქიის (სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყერის და სხვა) შესახებ ცნობა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსგან. გ.  მოსავლის განადგურების პროცენტულ მაჩვენებელზე ინფორმაცია, რომელიც დგინდება სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების  შედეგად დაზიანებულ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე სამუშაო ჯგუფის დასწრებით მოსავლის აღებისას, ადგილზე ხორციელდება შერჩევითი საკონტროლო ჭრა, რომელიც ტარდება დაინტერესებული პირის მიერ და მიღებული მონაცემები უფარდდება საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებელს. 2. მოსავლის განადგურების სხვა მიზეზის გამორიცხვის მიზნით დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა)  სსიპ  გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობა სტიქიის (სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყერის და სხვა)  შესახებ კონკრეტული მიწის ნაკვეთიზე; ბ) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების აგროტექნიკურ ვადებში ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტები. გ. ნიადაგის გამოკვლევის დამადასტურებული  დოკუმენტი (დასკვნა გაცემული  ლაბორატორიის  მიერ,  ნიადაგის ლაბორატორიული ტესტირება); მუხლი 3🔗 სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების  შედეგად დაზარალებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოსარგებლეების განცხადების მიღების ვადა განისაზღვროს  სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების დღეს და მომდევნო დღეს. მუხლი 4🔗 მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის ვადად განისაზღვროს 20 კალენდარული დღე.