სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (17 მუხლი)
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო დადგენილება №6 |
|
2015 წლის 27 იანვარი ქ. სამტრედია |
|
2. აპარატის ფუნქციაა უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან.
3. აპარტი წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის მუდმივმოქმედ, მუდმივ და ანაზღაურებად შტატების საფუძველზე შექმნილ ორგანოს.
2. აპარატის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აპარატის შინაგანაწესითა და საქმისწარმოების წესით და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით.
1. ორგანიზაციულად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხომების, აგრეთვე სხვა ღონისძიებების ჩატარება, უზრუნველყოს საკრებულოს საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება.
2. მოამზადოს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის განსახილველი საკითხები და ამ საკითხებთან დაკავშირებული შესაბამისი მასალები.
3. ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს ურთიერთობას გამგეობასთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან.
4. ორგანიზება გაუწიოს სხვა თვითმმართველ ერთეულებათან ურთიერთობის დამყარებას, უზრუნველყოს საკრებულოს მიერ ოფიციალური დელეგაციების მიღება და გამგზავრება.
5. ორგანიზაციული მომსახურება გაუწიოს საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში.
6. მოამზადოს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტები. მოახდინოს თვითმმართველი ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა, საჭიროების შემთხვევაში, მოამზადოს წინადადებები თვითმმართველი ერთეულის სამართლებრივი აქტის შეცვლის, შეჩერების ან გაუქმების თაობაზე.
7. უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომებზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა, სხდომების ოქმების წარმოება, სხდომებზე დამსწრე პირთა რეგისტრაცია, სხდომებზე წესრიგის დაცვის ორგანიზება, კენჭისყრისას ხმების დათვლა.
8. ორგანიზება გაუწიოს საკრებულოსა და საკრებლოს თავმჯდომარის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დაგენილი წესით გამოქვეყნებას.
9. წარმოადგინოს და დაიცვას საკრებულოს ინტერესები სასამართლოში.
10. უზრუნველყოს საკრებულოს თანამდებობის პირების დავალებათა შესრულების კონტროლი.
11. უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის ორგანოებათან საკრებულოს მუშაობის ორგანიზება.
12. უზრუნველყოს საკრებულოში და საკრებულოს თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა არიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე.
13. შეასრულოს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სხვა დავალებები.
ა) აპარატის უფროსი;
ბ) მთავარი სპეციალისტი( საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე);
გ) მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში;
დ) მთავარი სპეციალისტი (მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში);
ე) მთავარი სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში;
ვ) წამყვანი სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში;
ზ) უფროსი სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში;
თ) სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში.
2. აპარატის უფროსი:
ა) უძღვება აპარატის საქმიანობას;
ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას;
გ) საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს აპარატის შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს;
დ) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ე) საკრებულოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს:
ვ) ადგენს შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ზ) ახორციელებს ამ დებულებით, საკრებულოს, საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.
4. აპარატის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე.
5. აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობებს ასრულებს აპარატის ერთ-ერთი სპეციალისტი საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით.
ა) უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარეს საინფორმაციო-ანალიტიკური მასალით ცალკეულ დარგებში მიმდინარე მუშაობისა და შექმნილი მდგომარეობის , მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, ხელს უწყობს მას საკუთარი უფელბამოსილების განხორციელებაში;
ბ) იღებს ინფორმაციას საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაცემული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ;
გ) უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარის საქმისწარმოებას, მის სახელზე მიღებული კორესპონდენციის ანალიზსა და განხილვას;
დ) ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარის თათბირებსა და შეხვედრებს;
ე) მონაწილეობს სამართლებრივი აქტების, სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადებაში;
ვ) ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებებს.
ა) შეიმუშავებს გენდერული თანასწორობისაკენ მიმართულ სპეციალური პროგრამებისა და ღონისძიებების პროქტებს;
ბ) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებისკენ, ასევე სოციალური სფეროს განვითარებისაკენ მიმართულ ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამებში გენდერული თანასწორობის უზრუნველმყოფი ღონისძიებების ჩართვის შესახებ შეიმუშავებს წინადადებებს;
გ) ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტებზე ექსპერტიზას გენდერული თანასწორობის დაცვისა და უზრუნველყოფის მიზნით;
დ) ამზადებს წინადადებებს საკრებულოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარების შესახებ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით;
ე) საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის საქმიანობის პროცესში ,,გენდერული თანასწორების შესახებ“ საქართველოს კანონის განხორციელების მიზნით ასრულებს სხვა ქმედებებს.
2. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად ატარებს საკრებულოს მიერ შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
3. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შტანის შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.01.2015.
- როდის იქნა მიღებული „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შტანის შესახებ“?
- „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შტანის შესახებ“ მიღებულია 27.01.2015. მიმღები ორგანო — სამტრედიის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №6. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.120.016147.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 17 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.01.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შტანის შესახებ“, №6, 27.01.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016147 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.01.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2699413/