ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო თანამდებობათა დასახელებებისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 |
|
2015 წლის 27 იანვარი ქ. ლაგოდეხი |
|
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2015 წლის 27 იანვარი
ქ. ლაგოდეხი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო თანამდებობათა დასახელებებისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24 -ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ე“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და ,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილების შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადგენს:
მუხლი 1
განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო თანამდებობათა დასახელებები და თანამდებობრივი სარგოები, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო თანამდებობათა დასახელებებისა და სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის №62 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ბარბაქაძე
დანართი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო თანამდებობათა დასახელებები და თანამდებობრივი სარგოები
№
საჯარო თანამდებობათა
რეესტრი
საჯარო თანამდებობათა დასახელება
ყოველთვიური თანამდებობრივი
სარგო
1
მთავარი საჯარო თანამდებობა
გამგებელი,საკრებულოს თავმჯდომარე
2650 ლარი
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
1700 ლარი
გამგებლის პირველი მოადგილე,გამგებლის მოადგილე
1300 ლარი
საკრებულოს კომისიისა და ფრაქციის თავმჯდომარე
1350 ლარი
2
წამყვანი საჯარო თანამდებობა
საკრებულოს აპარატის უფროსი
1000 ლარი
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
3
უფროსი საჯარო თანამდებობა
ადმინისტრაციული ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი
970 ლარი
სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსი,საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსი
810 ლარი
თანაშემწე
790 ლარი
მთავარი სპეციალისტი (გამგეობის, საკრებულოს აპარატის)
560 ლარი
4
უმცროსი საჯარო თანამდებობა
უფროსი სპეციალისტი (გამგეობის, საკრებულოს აპარატის)
540 ლარი
სპეციალისტი (გამგეობის, საკრებულოს აპარატის)
400 ლარი
5
დამხმარე მოსამსახურე
მძღოლი (გამგებლის, გამგებლის პირველი მოადგილის, საკრებულოს თავმჯდომარის)
560 ლარი
მდივან-რეფერენტი (გამგებლის, გამგებლის პირველი მოადგილე)
540 ლარი
კურიერი
520 ლარი
საორგანიზაციო საკითხების სპეციალისტი
520 ლარი
აიტი სპეციალისტი ( კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების საკითხებში)
520 ლარი
თვითმცლელის მძღოლი
560 ლარი
ექსკავატორის მძღოლი
560 ლარი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო თანამდებობათა დასახელებებისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“, №5, 27.01.2015, სარეგისტრაციო კოდი 010340000.35.167.016193 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2699812-1/