ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით წარმოდგენილი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 |
|
2015 წლის 27 იანვარი ქ. ზუგდიდი |
|
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროექტები მოიცავს თავშესაფრის არმქონე ბენეფიციარებისათვის სოციალური საცხოვრისის დაპროექტების, სოციალური საწარმოების განვითარების, შშმ პირების პროგრამების, გენდერული საკითხების, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ხელშეწყობის, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და სხვა აქტუალური პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას (დაფინანსებას ან თანადაფინანსებას).
3.კომისია იკრიბება საჭიროებისამებრ. წარმოდგენილ პროექტებს კომისია განიხილავს შემოსვლიდან ერთი თვის ვადაში.
4. დასაშვებია პროგრამიდან დასაფინანსებელი პროექტის დაფინანსება ან/და თანადაფინანსება.
ა) დასაფინანსებელი პროექტის თაობაზე საპროექტო წინადადების წარმოდგენას.
ბ) წარმოდგენილი საპროექტო წინადადების შესწავლას ამ დადგენილებით დამტკიცებულ კრიტერიუმებთან. (დანართი №2)
გ) საპროექტო წინადადებაზე კომისიის მიერ დადებითი ან უარყოფითი დასკვნის გაცემას.
დ) კომისია საპროექტო წინადადებაზე დადებითი დასკვნას წარუდგენს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას, პროგრამით გათვალისწინებული თანხიდან შესაბამისი პროექტის დასაფინანსებლად. (დანართი №3)
ე) წარმოდგენილ პროექტზე დასაბუთებული დასკვნის (დადებითი, უარყოფითი) თაობაზე პროექტის ავტორს ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.
ა) საპროექტო წინადადებებისა და საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობა თავშესაფრის არმქონე ბენეფიციარებისათვის სოციალური საცხოვრისის დაპროექტების, სოციალური საწარმოების განვითარების, შშმპ პროგრამების, გენდერული საკითხების, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ხელშეწყობის, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და სხვა აქტუალური პროექტების განხორციელებასთან.
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის და სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა საპროექტო წინადადების შერჩევისა და პროექტების განხორციელების პროცესში. (წარმოდგენილი პროექტების და მათი განხილვის საჯაროობა)
გ) პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერის აუცილებლობა.
დ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება.
2. წარმოდგენილი დოკუმენტაციის და კომისიის დასკვნის შესაბამისად, თითოეულ პროექტზე დაფინანსების ან/და თანადაფინანსების თანხის ოდენობას განსაზღვრავს კომიისია.
ა) განცხადებას;
ბ) პროექტს-პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებად. (დანართი №2-ის შესაბამისად)
2. პროექტის ხელმძღვანელი დაფინანსებული პროექტის დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში, კომისიას წარუდგენს ინფორმაციას პროექტის განხორციელების შედეგების შესახებ.
3. კომისია აანალიზებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშულ ინფორმაციას და მერიას წარუდგენს ანგარიშს დაფინანასებული პროექტების თაობაზე კალენდარული წლის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
-------------------- განსახორციელებელი პროექტის შესახებ
| ||||||||||||||||||||||||||
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით წარმოდგენილი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №72 დადგენილების მე-10 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შეიქმნას ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით წარმოდგენილი და მოწონებული პროექტების ფინანსური მხარდაჭერის კომისია.
დამტკიცდეს თანდართული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით წარმოდგენილი პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები. (დანართი №1, №2, №3)
ამ დადგენილებით განსაზღვრული შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმების შესაბამისად, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით წარმოდგენილი და მოწონებული პროექტების ფინანსურ მხარდაჭერად გამოსაყოფი თანხის მოცულობა განისაზღვრება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით.
დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული თანხის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილებით დამტკიცებულ კრიტერიუმებს, იგი წარდგენილი და განხილულ უნდა იქნას დამტკიცებული პროცედურების შესაბამისად.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით წარმოდგენილი და მოწონებული პროექტების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით წარმოდგენილი პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები
მუხლი 1🔗
1.ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით წარმოდგენილი და მოწონებული პროექტების ფინანსური მხარდაჭერის განსახორციელებლად საჭირო თანხების განჭვირვალედ და ეფექტიანად გამოყენების, აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების წარმოჩენისა და გადაწყვეტისას საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ამ დადგენილებით ისაზღვრება პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები.ბ) წარმოდგენილი საპროექტო წინადადების შესწავლას ამ დადგენილებით დამტკიცებულ კრიტერიუმებთან. (დანართი №2)
გ) საპროექტო წინადადებაზე კომისიის მიერ დადებითი ან უარყოფითი დასკვნის გაცემას.დ) კომისია საპროექტო წინადადებაზე დადებითი დასკვნას წარუდგენს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას, პროგრამით გათვალისწინებული თანხიდან შესაბამისი პროექტის დასაფინანსებლად. (დანართი №3)
ე) წარმოდგენილ პროექტზე დასაბუთებული დასკვნის (დადებითი, უარყოფითი) თაობაზე პროექტის ავტორს ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.