„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და ამ პროგრამით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, 2014 წლის შესაბამისი პროგრამებით გათვალისწინებული ზოგიერთი ქვეპროგრამის (კომპონენტის, ღონისძიების) უწყვეტი განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების წყაროსა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №707 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010220030.10.003.018397
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №13

2015 წლის 29 იანვარი

ქ.თბილისი

 

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და ამ პროგრამით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, 2014 წლის შესაბამისი პროგრამებით გათვალისწინებული ზოგიერთი ქვეპროგრამის (კომპონენტის, ღონისძიების) უწყვეტი განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების წყაროსა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №707 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და ამ პროგრამით  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, 2014 წლის შესაბამისი პროგრამებით გათვალისწინებული ზოგიერთი ქვეპროგრამის (კომპონენტის, ღონისძიების) უწყვეტი განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების წყაროსა და პირობების განსაზღვრის შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №707 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 29/12/2014; 010220030.10.003.018327) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) უზრუნველყოს 2015 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №291 დადგენილებით დამტკიცებული 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეპროგრამების (კომპონენტი, ღონისძიება) უწყვეტად განხორციელება, ხელშეკრულების გაფორმება ან მოქმედების ვადის გაგრძელება იმავე მიმწოდებლებთან, რომლებიც ახორციელებდნენ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №291 დადგენილებით დამტკიცებული 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამის ქვეპროგრამებს (კომპონენტს, ღონისძიებებს), აგრეთვე იმ ხელშეკრულებების ვადის გაგრძელება, რომლებიც მოქმედებდა 2014 წლის დეკემბერში. ამასთან, შესაბამისი ქვეპროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროდ განისაზღვროს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროგრამა „სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა“ (პროგრამული კოდი - 35 02 03), ხოლო თანხის ყოველთვიური მოცულობა განისაზღვროს:

ა) „მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ შემთხვევაში, არაუმეტეს 80 000 ლარით;

ბ) „ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის შემთხვევაში, არაუმეტეს 69 000 ლარით, ამასთან, ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება გონებრივი განვითარების შეფერხების (მათ შორის, დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა, აუტიზმი და სხვა) მქონე 0-7 წლამდე ასაკის, თვეში არაუმეტეს 480 ბავშვისა,  მათ შორის, არაუმეტეს 335 ბავშვს (მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა) მომსახურება მიეწოდება ქ. თბილისში;

გ) „ბავშთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამის“ შემთხვევაში, არაუმეტეს 112 630 ლარით;

დ) „დღის ცენტრების ქვეპროგრამის“ შემთხვევაში, არაუმეტეს 309 620 ლარით, ამასთან, ქვეპროგრამის (დანართი 1.5) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  სამიზნე ჯგუფისთვის განკუთვნილი შშმ პირთა ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების ლიმიტი ქ. თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში განისაზღვროს 300 ბენეფიციარით, ხოლო ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 446-ს;

ე)    „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის:

ე.ა)  „სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის  კომპონენტის“  შემთხვევაში, არაუმეტეს 20 000 ლარით;

ე.ბ) „საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტის“ შემთხვევაში“, არაუმეტეს 65 000 ლარით;

ე.გ) „სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტის“ შემთხვევაში კომპონენტის განხორციელება უწყვეტად გაგრძელდეს 2014 წელს შესყიდული სმენის აპარატების  გაცემის, მორგების, გამოყენებასთან დაკავშირებით შესაბამისი სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევისა და უფასო საგარანტიო მომსახურების ნაწილში;

ე.დ) „კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის“  შემთხვევაში, არაუმეტეს 17 000 ლარით;

ვ)  „ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“  შემთხვევაში, არაუმეტეს 4 000 ლარით;

ზ) „დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ შემთხვევაში  არაუმეტეს 38 000 ლარით;

თ) „მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის“  შემთხვევაში არაუმეტეს 543 550 ლარით;

ი) „მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამის“  შემთხვევაში, არაუმეტეს 200 000  ლარით;

კ)  „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის” შემთხვევაში არაუმეტეს 79 000 ლარით;

ლ)   „სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის“   შემთხვევაში არაუმეტეს 89 000 ლარით;

მ) „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამის“ შემთხვევაში, არაუმეტეს 65 000 ლარით. ამასთან, 2014 წელს ამ ქვეპროგრამის ფარგლებში შესყიდული საქონლის (მომსახურების) ბენეფიციარებისთვის მიწოდება  გაგრძელდეს 2015 წელს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს  2015 წლის 29 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი