ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული მოწყობისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 |
|
2015 წლის 30 იანვარი ქ. ახალციხე |
|
2.სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’-ს, საქართველოს კანონებისა და მათგან გამომდინარე სხვა ნორმატიული აქტების, მერიის დებულების, ამ დებულებისა, საკრებულოს და მერის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, დადგენილი წესის შესაბამისად.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.
4. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით.
5.სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
6. სამსახურის დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
7. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი.
8. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ახალციხე, შალვა ახალციხელის №2.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილება;
ბ) არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობის რეგულირების განყოფილება.
3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
2. სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
3.ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული მოწყობისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურის უფროსი:
ა)წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;
ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების,დისციპლინური პასუხისმგებლობის,შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ)განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ)მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
ი) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გადაყენებისას.
4. მერიის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.
5. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-თ,,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა სამართლებლებრივი აქტებით.
2. სამსახურის განყოფილების უფროსი ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებებს და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
2. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს:
ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულებისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;
ე) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება თავისი პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების გაბათილების მიზნით;
ვ) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით;
ზ) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს;
თ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ი) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პრემია და სხვა დანამატები;
კ) აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები ;
ლ) ისარგებლოს ყოველწლიური 30 დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით ;
მ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით ;
3. სამსახურის მოხელე ვალდებულია
ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ)შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;
გ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე;
დ) დაიცვას მერიის შინაგანაწესი;
ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები;
ვ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;
ზ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად, მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ;
თ) გაუფრთხილდეს მერიის ქონებას, არ დაუშვას მისი არამიზნობრივი გამოყენება;
ი) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, დადგენილი პერიოდულობითა და წესით გაიაროს ატესტაცია;
კ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობითა და სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს და „საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად.
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით, მოიწვიოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებების, საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მიიღოს საჭირო ინფორმაცია;
ბ) მონაწილეობა მიიღოს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და რეაბილიტაციის პროექტების შემუშავებაში;
გ) მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე და აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ე) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებასა და სასამართლო საპროცესო წარმოებაში კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) მონაწილეობა მიიღოს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპენტენციის ფარგლებში;
ზ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედია საშუალებებთან, იზრუნოს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით;
თ) დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან.
2. სამსახური ვალდებულია:
ა) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლა - პატრონობაზე;
ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრულ იფუნქციების შესრულება;
გ) ანგარიში წარუდგინოს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს და საკრებულოს თავისი საქმიანობის შესახებ;
დ) დაიცვას ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესი.
2. სამსახურის დაფინასების ძირითადი წყაროა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები.
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული მოწყობისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული მოწყობისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული მოწყობისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის N17 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ბერიძე
დანართი 12.სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’-ს, საქართველოს კანონებისა და მათგან გამომდინარე სხვა ნორმატიული აქტების, მერიის დებულების, ამ დებულებისა, საკრებულოს და მერის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, დადგენილი წესის შესაბამისად.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე. 4. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით. 5.სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით. 6. სამსახურის დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. 7. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი. 8. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ახალციხე, შალვა ახალციხელის №2. მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა