წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა, აგრეთვე სხვა მოსამსახურეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.01.2015
ძალის დაკარგვა 09.02.2018
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.122.016271
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე | მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა, აგრეთვე სხვა მოსამსახურეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №6 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 02.02.2018
📋 აუქმებს — 1 აქტი
- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 29.08.2014
დოკუმენტის ტექსტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა, აგრეთვე სხვა მოსამსახურეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2015 წლის 30 იანვარი
ქ. წყალტუბო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა, აგრეთვე სხვა მოსამსახურეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა, აგრეთვე სხვა მოსამსახურეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი №1 დანართის შესაბამისად (თან ერთვის).
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №47 დადგენილება ((სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებ. გვერდი www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.122.016216 03/09/2014).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე
დანართი №1
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა, აგრეთვე სხვა მოსამსახურეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირებზე, აგრეთვე გამგეობისა და საკრებულოს სხვა მოსამსახურეებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗.
პრემიის გაცემის საფუძველი და მიზნები
1. პრემია გაიცემა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის და/ან ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, და/ან განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, შესრულებული სამუშაოს შეფასების ან/და დასაბუთების საფუძველზე.
2. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ.
3. პრემიის მიზნებია, საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.
მუხლი 3🔗.
პრემიის გაცემის წესი.
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრემიის გაცემის საკითხის ინიცირების უფლება აქვს გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/სამსახურის ხელმძღვანელს მის სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებული პირებისათვის ან/და გამგებელს ან/და გამგებლის მოადგილეს.
2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის/სამსახურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიცირების უფლება აქვს გამგებელს ან/და გამგებლის მოადგილეს.
3. საკრებულოს თანამდებობის პირებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს საკრებულოს ბიუროს ან/და საკრებულოს თავმჯდომარეს.
4. საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს საკრებულოს აპარატის უფროსს მის დაქვემდებარებაში მყოფი პირებისათვის ან/და საკრებულოს თავმჯდომარეს.
5. საკრებულოს აპარატის უფროსზე პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს.
6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელსა და გამგებლის მოადგილეზე (მოადგილეებზე) პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის-ბრძანების ფორმით.
7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებზე და სხვა მოსამსახურეებზე პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის - ბრძანების ფორმით.
8. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს თანამდებობის პირებზე: საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების, აგრეთვე საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთათვის პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის-ბრძანების ფორმით.
მუხლი 4🔗.
პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობა
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთებზე, აგრეთვე გამგეობისა და საკრებულოს სხვა მოსამსახურეებზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.
2. პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.
3. პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე არა უმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.