ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების ფორმების, ქონების პრივატიზებისას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 30.01.2015
ძალის დაკარგვა 27.07.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.173.016076
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ბერიძე | ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების ფორმების, ქონების პრივატიზებისას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2015 წლის 30 იანვარი
ქ. ახალციხე
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების ფორმების, ქონების პრივატიზებისას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ.“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს უპირობო და პირობებიან აუქციონებში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების ფორმები დანართი 1-ის და დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საკუთრების უფლების მოწმობის ფორმები დანართი 3-ის და დანართი 4-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საფასური და ქირის საწყისი საფასური დანართი 5-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
ამ დადგენილების განხორციელების მიზნებისათვის დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება დანართი 6-ის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ბერიძე
დანართი 1
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის
აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია
აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი
№ -------
-------/-------/---------- ქ. ახალციხე
(რიცხვი, თვე, წელი)
წინამდებარე ოქმი (ხელშეკრულება) გაიცა
___________________________________________________________________________________
აუქციონში გამარჯვებულ პირზე
____________________________________________________________________________________
(აუქციონში გამარჯვებულის (ტექსტში შემდგომში – მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები)
მასზედ, რომ „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად,
____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
(ქონების დასახელება, საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)
მდებარე -----------------------------------------------------------------------------------
(ქონების მისამართი)
ქონების საწყისი ფასი --------------- (-----------------------------------------)
(ციფრებით) (სიტყვიერად)
შემდგომი პრივატიზების მიზნით ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ ------------ (თარიღი) მოწყობილ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის:
---------------------- (–----------------------------------)
(ციფრებით) (სიტყვიერად)
საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით საკუთრებაში გადაეცა
_______________________________________________________________________________
(ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან, მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) – შემდგომში ქონება.
აუქციონის ფორმით პრივატიზების პირობები და მხარეთა უფლება-მოვალეობები:
1. მყიდველმა აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი: ------------ (----------------------------) ლარი
(ციფრებით) (სიტყვიერად)
სრულად გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე №––––––––––––––––––––––– მიმღები: ერთიანი არასაგადასახადო ანგარიში; მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; მიმღები ბანკის კოდი ––––––––––––, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი -------------, გადახდის დანიშნულება – შემოსულობა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვიდან.
2. მყიდველს ბე ეთვლება ანგარიშწორებისას.
3. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების ნასყიდობის საბოლოო ფასის გადახდა შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მისი დადასტურების მომენტიდან.
4. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების ნასყიდობის საბოლოო ფასის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 30 დღის ვადაში გამყიდველი გასცემს საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას.
5. თუ მყიდველი დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის ნასყიდობის საბოლოო ფასს, აუქციონის შედეგები უქმდება, მყიდველს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე და არ უბრუნდება შეტანილი ბე ან წარმოდგენილი საბანკო გარანტია.
6. ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
7. წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 4 (ოთხი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ორი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
9. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ოქმს.
10. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:
ა. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
ბ. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში
არსებული ქონების განკარგვის აუქციონის
ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო
კომისიის თავმჯდომარე (გამყიდველი)
----------------------------------------------- -----------------------------
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
აუქციონში გამარჯვებული პირი:
მყიდველი
-------------------------------------------------- -------------------------------
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
---------------------------------- ბ. ა.
დანართი 2
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის
აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია
პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი
№ ------
-------/-------/---------- ქ. ახალციხე
(რიცხვი, თვე, წელი)
წინამდებარე ოქმი (ხელშეკრულება) გაიცა
_____________________________________________________________________________________
პირობებით აუქციონში გამარჯვებულ პირზე
____________________________________________________________________________________
(აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები)
მასზედ, რომ „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად,
___________________________________________________________________
(ქონების დასახელება, საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)
მდებარე ----------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების მისამართი)
ქონების საწყისი ფასი --------------- (-----------------------------------------) ლარი.
(ციფრებით) (სიტყვიერად)
შემდგომი პრივატიზების მიზნით ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ ------------- (თარიღი) მოწყობილ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის:
--------------------------- –––––––------------------------------
(ციფრებით) (სიტყვიერად)
საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით საკუთრებაში გადაეცა
___________________________________________________________________________
(ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან, მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) – შემდგომში ქონება
მყიდველი ვალდებულია შეასრულოს აუქციონის პირობები:
1. ა) აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი: ---------------- (----------------------------) ლარი
(ციფრებით) (სიტყვიერად)
გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან ------------------------------------------------------- ვადაში
(აუქციონის პირობებით გათვალისწინებული ვადა)
შემდეგ საბანკო ანგარიშზე №––––––––––––––––––––––– მიმღები: ერთიანი არასაგადასახადო ანგარიში; მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; მიმღები ბანკის კოდი –––––----------- საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი -------------, გადახდის დანიშნულება – შემოსულობა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვიდან.
მყიდველი ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს შემდეგი პირობები:
ა)___________________________________________________________________________________
ბ) __________________________________________________________________________________
გ) _________________________________________________________________________________
დ) __________________________________________________________________________________
ე) __________________________________________________________________________________
2. სხვა პირობები და ვალდებულებები:
1. მყიდველი ვალდებულია შეძენილი ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმით ნაკისრი ვალდებულებები ( აუქციონის პირობები ), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე გამყიდველის მოთხოვნისთანავე ან/ და 6 თვეში ერთხელ წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს .
2. მყიდველს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე , გამყიდველთან შეთანხმების გარეშე, არა აქვს უფლება გაცემული ქონება განკარგოს , გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი . ამასთან , იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა - პატრონობასა და დაცვაზე .
3. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ , ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში , მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში , მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით , რაც გათვალისწინებული იყო ოქმით . ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს .
4. ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან .
5. ოქმით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას , რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა . პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე , კერძოდ :
ა ) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში , გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ;
ბ ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში , დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ;
გ ) მყიდველის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%.
6. ოქმის გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების ოქმის გაუქმების საფუძვლად .
7. შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გამყიდველის მიერ მყიდველს გადაეცემა შეძენილი ქონების საბოლოო/სრული ნასყიდობის ღირებულების დაფარვის შემდეგ, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.
8. თუ მყიდველი დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის ქონების საფასურს, აუქციონის შედეგები უქმდება, მყიდველს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე და არ უბრუნდება შეტანილი ბე ან წარმოდგენილი საბანკო გარანტია.
9. მყიდველის მიერ გადახდილი ბე ჩაითვლება ანგარიშწორებისას.
10. ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
11. წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადაო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
12. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 4 (ოთხ) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ორი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
13. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ოქმს.
14. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:
ა. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
ბ. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში
არსებული ქონების განკარგვის აუქციონის
ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო
კომისიის თავმჯდომარე (გამყიდველი)
----------------------------------------------- -----------------------------
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
აუქციონში გამარჯვებული პირი
მყიდველი
-------------------------------------------------- -------------------------------
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
---------------------------------- ბ. ა.
დანართი 3
საკუთრების უფლების მოწმობა № --
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
ეძლევა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(მესაკუთრე, მისი მისამართი და საიდენტიფიკაციო მონაცემები)
მასზედ, რომ მას გადაეცა
საკუთრებაში ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი და განაცხადის რეგისტრაციის ნომერი)
------------------ფართი კვ. მ.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
რომელიც მდებარეობს ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ადგილმდებარეობა)
სხვა მონაცემები ––––––––––––––––––––––––
საფუძველი: ელექტრონულ/საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №---- (თარიღი --- -------20---- წ) და ნასყიდობის ხელშეკრულება №----- (თარიღი --- -------- 20----წ)
შესყიდული ქონების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები –––––––––––––––––––––––– გაცემულია 20--- წლის –––––––– ––––––––––––––––
მოწმობა შედგენილია 2 ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მყიდველს, ხოლო მეორე ინახება მოწმობის გამცემ ორგანოში.
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი –––––––––––––––––
დანართი 4
საკუთრების უფლების მოწმობა № -----
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
ეძლევა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(მესაკუთრე, მისი მისამართი და საიდენტიფიკაციო მონაცემები)
მასზედ, რომ მას გადაეცა
საკუთრებაში ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სატრანსპორტო საშუალების მარკა-მოდელი, რეგისტრაციის ნომერი, გამოშვების წელი, საიდენტიფიკაციო ნომერი)
სხვა მონაცემები ––––––––––––––––––––––––
საფუძველი: ელექტრონულ/საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №---
(თარიღი --- --------20---- წ) და ნასყიდობის ხელშეკრულება №------- (თარიღი --- ---------- 20----- წ)
შესყიდული ქონების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები
––––––––––––––––––––––––
გაცემულია 20---- წლის –––––––– ––––––––––––––––
მოწმობა შედგენილია 2 ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მყიდველს, ხოლო მეორე ინახება მოწმობის გამცემ ორგანოში.
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი –––––––––––––––––
დანართი 5
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საფასური და ქირის საწყისი საფასური
1. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი საფასურის ოდენობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო ქირის საფასურს-მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
2. მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი საფასური განისაზღვრება საწყისი საპრივატიზებო საფასურის შემდეგი ოდენობით:
ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე:
-ცენტრალური ზონა-საწყისი საპრივატიზებო საფასურის - 9%-ით,
-შუალედური ზონა - საწყისი საპრივატიზებო საფასურის - 7%-ით,
-პერიფერიული ზონა-საწყისი საპრივატიზებო საფასურის - 5%-ით,
ბ) სხვა უძრავ ქონებაზე - საწყისი საპრივატიზებო საფასურის - 6%-ით,
გ) მოძრავ ნივთზე - საწყისი საპრივატიზებო საფასურის - 7%-ით.
დანართი 6
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება
ცენტრალური ზონა
მდ.ფოცხოვის მარჯვენა სანაპირო „ახალი ხიდიდან“ – „ძველ ხიდამდე“ - შემოსაზღვრული შემდეგი ქუჩებით (მათი ჩათვლით): პეტრე იბერის, ე.თაყაიშვილის, წმ.ქეთევან დედოფლის ჩრდილოეთით, 9 აპრილის ქუჩის და „ხუთსართულიანი“ დასახლების დასავლეთით მოქცეული ტერიტორია ( კერძოდ, ქუჩები: მანველიშვილის, წმ.ანდრია პირველწოდებულის, მებაღიშვილის, თაყაიშვილის, კოსტავას, ორბელიანის, თაბუკაშვილის, იაძის, წიქვაძის, ივერიელის, კლდიაშვილის, დემეტრე თავდადებულის, ი.ათონელის, გამსახურდიას, ქეთევან დედოფლის, ბარათაშვილის, მეგობრობის, ნონეშვილის, თბილისის, სულხან-საბას, ნებიერიძის, კეცხოველის, ფარნავაზ მეფის, რუსთაველის, თამარ მეფის, შალვა ახალციხელის, წმ.ილია მართლის, გამრეკელის, თუმანიშვილის, კანანელის, ასპინძის, ვარძიის, ვარძიის ჩიხი, იოანე პეტრიწის, წმ.დავით და კონსტანტინეს, გვარამაძის, 9 აპრილის, სარაჯიშვილის, ხაშურის, მარჯანიშვილის, სააკაძის, დიდმამიშვილის, ნათენაძის); „რაბათის“ დასახლება - ქუჩები: ციხისძირის, ე.ათონელის, ხმალაძის, გურამიშვილის, ყაზბეგის, ხარისჭირაშვილის, გოგებაშვილის; აბასთუმნის გზატკეცილი, 9 აპრილის ქუჩის და „ახალი ხიდის“ გადაკვეთის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია, ახალქალაქის გზატკეცილი, თამარაშვილის, თამარაშვილის ჩიხი, „საბარგო სადგურის“ დასახლება: დავით აღმაშენებლის ქუჩა.
შუალედური ზონა
ქუჩები: მაისურაძის, ჩოლოყაშვილის, ნიკოლაძის, ჯავახიშვილის, ვაჟა-ფშაველას, მღვდელი თევდორეს, ფალიაშვილის, ჭყონდიდელის, ჯაყელის, წერეთლის, გორგასლის, ზედგინიძის, მესხეთის, მესხეთის ჩიხი, ბაღინაშვილის, სამსონიძის, ახვლედიანის, დანიელაშვილის, პაატა მიქუტიშვილის, ერევნის, ქუთაისის, საფარის, ზარზმელის, გორის, ჯანაშიას, მთაწმინდელის, ხანძთელის.
პერიფერიული ზონა
ივანე ახალციხელის ქუჩის დასახლება, „საბარგო სადგურის“ დასახლება (ქუჩები: გიორგი ბრწყინვალეს, ბორჯომის, აბასთუმნის, ჭონქაძის, ივ. ახალციხელის, ადიგენის, ტაბიძის, ტაბიძის ჩიხი), სომხური სასაფლაოს და ყოფილი „ყველ-კარაქის“ ქარხნის მიმდებარე ტერიტორია, ახალქალაქის გზატკეცილის ჩიხი.