„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
ა) მე-4 პუნქტის „ა.პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.პ) საშუალო სამედიცინო საგანმანათლებლო (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ლიცენზირებული) დაწესებულების საბაზო კლინიკური საქმიანობა, საშუალო სამედიცინო პერსონალის უწყვეტი განათლება, საწარმოო ტრანსფუზიოლოგია, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ლიცენზირებული) დაწესებულების საბაზო კლინიკური საქმიანობა, ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული თრობის შემოწმება და ექსპერტიზა – 100 ლარი;“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებათა საქმიანობა:
ა) ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის გენერალური ლიცენზია – 300 ლარი:
ა.ა) დაწყებითი ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის სპეციალური ლიცენზია – 100 ლარი;
ა.ბ) საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის სპეციალური ლიცენზია – 100 ლარი;
ა.გ) საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის სპეციალური ლიცენზია – 100 ლარი;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია – 500 ლარი;
გ) დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია, გარდა დამატებითი საგანმანათლებლო საქმიანობისა – 300 ლარი;
დ) საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია – 300 ლარი;
ე) მშობელთა მზრუნველობას მოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია – 200 ლარი.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 30 ივნისი.
№1846–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.06.2005.
- როდის იქნა მიღებული „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.06.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1846. სარეგისტრაციო კოდი — 210.020.100.05.001.001.950.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.06.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №1846, 30.06.2005, სარეგისტრაციო კოდი 210.020.100.05.001.001.950 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/27070/