ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლების შემოღების შესახებ

მიღების თარიღი 30.01.2015
ძალის დაკარგვა 07.02.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.172.016069
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 221 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.01.2015 მიღება
07.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლების შემოღების შესახებ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 2015 წლის 30 იანვარი ქ. ამბროლაური ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლების შემოღების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ” ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 და მე-6 მუხლების, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის  შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებელი: ა) მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის; ბ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. მუხლი 2🔗 1.  მოსაკრებელის ოდენობა მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის განისაზღვროს ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის ერთი ლარის ოდენობით. 2. მოსაკრებლის ოდენობა  სათამაშო ბიზნესის განისაზღვროს სახეობების მიხედვით: ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე - კვარტალში -15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარით; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში - 1 500 (ათას ხუთასი) ლარით; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10%; დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე - კვარტალში 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარით; ე) ლატარიის მოწყობაზე - ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არაუმეტეს 20%; ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების თითოეულ სალაროზე - კვარტალში 1 000 (ერთი ათასი) ლარით. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე