„სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნის, სამუშაო დროისა და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 22 დეკემბრის №242 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №206
2007 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
„სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნის, სამუშაო დროისა და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 22 დეკემბრის №242 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნის, სამუშაო დროისა და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 22 დეკემბრის №242 დადგენილებაში (სსმ III, 2006 წელი, №172, მუხლი 2316) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. სასაზღვრო საბაჟო ორგანოების – საბაჟო გამშვები პუნქტებისა (წითელი ხიდი, სადახლო, გარდაბანი, ახკერპი, გუგუთი, მტკვარი, ლაგოდეხი, სამთაწყარო, ყაზბეგი, ვალე, ნინოწმინდა, სარფი, ბათუმის, ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები) და საბაჟო საგუშაგოების (თბილისის აეროპორტი, ბათუმის, ფოთისა და ყულევის პორტები) სამუშაო დრო განისაზღვროს 00.00 საათიდან 24.00 საათამდე ჩათვლით.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თამბაქოს ნაწარმის, ნავთობის დისტილატებისა და ალკოჰოლიანი სასმელების გადაადგილება ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახით საბაჟო საზღვარზე განხორციელდეს მხოლოდ შემდეგ სასაზღვრო საბაჟო ორგანოებში – თბილისის აეროპორტი, ბათუმის, ფოთისა და ყულევის პორტები, წითელი ხიდი, სადახლო, გარდაბანი, ყაზბეგი, ვალე, სარფი.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი